x
image
natia.a
ორცხობილა "იუბილეინოე" ახალი სახელით გამოვა
image
«Юбилейное» ("საიუბილეო") ჩვენში ყველაზე ცნობილი და მოხმარებადი ორცხობილაა, რომელიც ყველა პატარასთვის საყვარელია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე უამრავი მსგავსი სახელწოდების, შეფუთული თუ ასაწონი ორცხობილა იყიდება ("იუბილიარნოე", "იუველირნოე", "იუბილეინი"), ორიგინალი «Юбилейное», როგორც იტყვიან, სულ სხვაა... ამ სტატიის დაწერა კი ახალმა ამბავმა გადამაწყვეტინა, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა - როგორც ჩანს, "იუბილეინოე" სახელს იცვლის...


თუმცა აჯობებს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ...


1855 წელს, რუსეთში ჩამოვიდა ფრანგი მეწარმეების, ადოლფ და ეჟენი სიუების ოჯახი და გახსნა საკონდიტრო, სახელწოდებით «С. Сиу и Ко». მათი ნაწარმი ძალიან პოპულარული გახდა და მფლობელებს საკმაო მოგებაც მოუტანა.

image

image


მოგვიანებით, ეჟენისა და ადოლფის შვილებმა საკმაოდ დიდი საკონდირო ფაბრიკაც გახსნეს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში «С. Сиу и Ко» მთელ რუსეთში საკონდიტრო წარმოებს ლიდერი იყო, რომელშიც 1200 ადამიანი იყო დასაქმებული. «С.
Сиу и Ко» იყო პირველი, რომელმაც რუსეთში პროდუქციის მაღაზიაში მისატანად ავტოტრანსპორტი გამოიყენა, ასევე ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა სარეკლამო აქციები.

image
კომპანია იმ დროისათვის გასაოცრად დახვეწილ და მრავალფეროვან პროდუქციას უშვებდა. ქალებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი ტკბილეული ალუმინის ყუთებში იდო, მამაკაცებს კი სპეციალურ ტყავის ჩანთებში სთავაზობდნენ. იყენებდნენ ასევე მუყაოს ყუთებს, რომლებშიც პროდუქციის გარდა დებდნენ სარეკლამო ბროშურებსა და პრეისკურანტს.

imageimageხშირად პროდუქტი გამოდიოდა ყუთებით რომლებშიც სპეციალური ჩანართები იყო კოლექციების შესაგროვებლად. შეფუთვის ესკიზებს ყოველთვის ცნობილი მხატვრები ქმნიდნენ.

imageimageimage



1913 წელს რომანოვების დინასტიის მმართველობის 300 წლის იუბილეს აღსანიშნავად კოპანიამ გამოუშვა რამდენიმე ახალი პროდუქტი, მათ შორის ლეგენდარული ორცხობილა «Юбилейное» ("საიუბილეო").
image
პირველი მსოფლიო ომის დროს სწორედ «С. Сиу и Ко» ამარაგებდა ფრონტს, რის გამოც წარმოება არა თუ შემცირდა, არამედ ორჯერ გაიზარდა.

თუმცა რევოლუციამ ფაქტიურად სრულიად გაანადგურა ფრანგული საკონდიტროს 62 წლიანი წარმატებული კარიერა და სიუს ოჯახი საფრანგეთში დაბრუნდა. ფაბრიკა რუსებმა მაინც აამუშავეს, თუმცა გაყიდვები, ცხადია, შემცირდა. 1919 წელს საკონდიტროს სახელი შეეცვალა და გახდა უბრალოდ "ფაბრიკა №3", რთი წლის შემდეგ კი ლენინმა მას "ბოლშევიკი" დაარწვა. წარმოება კატასტროფულად სემცირდა: 1919-20 წლებში წარმოებულმა პროდუქციამ 14 ტონას ძლივს მიაღწია მაშინ, როცა მხოლოდ 1915 წელს — 6783 ტონა შეადგინა.
imageimage

ორცხობილა "იუბილეინოეს" ერთგვარი რენესანსი მოხდა 1967 წელს, ოქტომბრის რევოლუციის იუბილესთან დაკავშირებით - მოვლენის, რომელმაც რომანოვების დინასტიის დამხობა მოახდინა. აი თუ გინდათ ბედის ირონია! 1967 წელს მოხდა რეცეპტის განახლება და შემუშავდა წითელ და ყვითელი ფერებში გადაწყვეტილი ცნობილი შეფუთვა, რომელიც მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე გამოიყენებოდა.
image

2007 წელს "ბოლშევიკი" კომპანია « Kraft Foods»-ის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც ფაბრიკის მოდერნიზაციისთვის 2009 წელს 1, 5 მილიარდი რუბლი დახარჯა, 2011 წელს კი, 100 მილიონი. წარმოებემაც არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

2015 წლის ბილოდან კი სავაჭრო ნიშანი «Юбилейное» შეწყვიტს დამოუკიდებელ არსებობას და ბაზარზე ახალი სახელით მოგვევლინება. Belvita - ამგვარი სახელწოდებით ორცნობილა ჩვენს მარკეტებში უკვე შემოსულია, თუმცა ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების საყვარელი "იუბილეინოე" ჩვენთანაც მომავალში სწორედ ამ სახელწოდებით გაიყიდება.

imageimage





5
576
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
576
  
2015, 9 ნოემბერი, 15:42
ეს პეჩენია მეც მაგრად მევასება
2015, 9 ნოემბერი, 15:42
მაკა რამდენი წლის ხარ?
2015, 9 ნოემბერი, 14:18
ჩემს შვილზე მეტად მგონი მე მიყვარს :))
2015, 9 ნოემბერი, 13:17
კიი, ჩვენც ხშირად მოვიხმართ. :) გაიხარე.
2015, 9 ნოემბერი, 13:15
როგორ უყვარს ჩემს შვილს,კარგი სტატიაა მადლობა
0 1 5