x
image
natia.a
დესერტი, რომელიც მსოფლიო სკანდალის მიზეზი გახდა - "პავლოვა" (+ვიდეორეცეპტი)
image

მსოფლიო კულინარიის სფეროში კარგად არის ცნობილი დესერტი, სახელწოდებით "ანა პავლოვა", რომლის ირგვლივ რამდენიმე წლის წინ სერიოზული სკანდალი შექმნა. საქმე ის არის, რომ ოქსფორდის კულინარიული ლექსიკონის შექმნის პროცესში ამ ტკბილეულის წარმოშობის დადგენა საკმაოდ გაჭირდა, რადგან მის სამშობლოდ თავს აცხადებდა ავსტრალია და ახალი ზელანდია. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ დესერტი პირველად მომზადდა 1926 წელს, ველინგტონში, ახალ ზელანდიაში. გასტროლებზე მყოფი რუსი ბალერინას, ანა პავლოვას ცეკვით მოხიბლულმა ერთ-ერთმა კულინარმა მოამზადა პირველად ეს საკმაოდ ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტი. თუმცა სახელწოდება "ანა პავლოვა" მან სწორედ ავსტრალიურ გამოცმებში, 1940-იან წლებში მიიღო.

ასე რომ, გაიმარჯვა მეგობრობამ!


image



ახლა კი შემოგთავაზებთ ამ ლეგენდარული დესერტის რეცეპტს:

"ანა პავლოვა"


image


ინგრედიეტები:

4 კვერცხის ცილა
250 გ. შაქრის პუდრი (+ ცოტაოდენი შაქარი ნაღებთან ასათქვეფად, გემოვნებით)
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი ან ძმარი
ვანილი
1 სუფრის კოვზი სახამებელი
550 მლ ნაღები (30%-იანი)
ნებისმიერი სასურველი ხილი: მარწყვი, ბანანი, ალუბალი, კივი და ა.შ.

მომზადება:

1. ათქვიფეთ კვერცხის გულები ბეზეს კონსისტენციამდე. თანდათან შეათქვიფეთ შაქარი და მიიყვანეთ გამყარებამდე.

2. ცალკე აურიეთ ძმარი, ვანილი და კრახმალი. დაუმატეთ მიღებული მასა ბეზეს და თქვიფეთ კიდევ 4 წუთი.

3. პერგამენტზე დახაზეთ 20 სმ-ის დიამეტრის წრე. გადაიტანეთ ამ წრეზე კოვზით ბეზე. კიდეებზე ოდნავ აუწეთ, რათა ბეზემ "ბუდის" ფორმა მიიღოს.


image


4. აცხვეთ 70-80 გრადუსზე 2-2, 5 საათი. შემდეგ გააღეთ ღუმლის კარი და ასე დატოვეთ სრულ გაგრილებამდე.


image


5. ათქვიფეთ ნაღები და შაქარი (თქვენი გემოვნების მიხედვით) მყარ კონსისტენციამდე.

6. წაუსვით ნაღების კრემი ბეზეს და მორთეთ დაჭრილი ხილით.


image



შეგიძლიათ ბეზეს რამდენიმე ფენა გამოაცხოთ და შუაში კრემი წაუსვათ. ან კიდევ მცირე ზომის, თითო პორციაზე გათვლილი "პავლოვები" გააკეთოთ.


image

უფრო დეტალური წარმოდგენისთვის იიხილეთ ვიდეორეცეპტი:





ასევე დაგაინტერესებთ:


1. იდეალური სააღდგომო პასკის (კულიჩის) 10 საიდუმლო - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!

image

2. მანი ფაფა" - იცით სინამდვილეში რისგან მზადდება იგი და მართლა სასარგებლოა თუ არა?image

3. თუ თქვენ შოკოლადი გიყვართ... უმჯობესია არ ნახოთ!image


4. როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული ჩურჩხელა და რითი განსხვავდება "ჯანჯუხა"image

5. რატომ ვაკეთებთ საახალწლოდ გოზინაყს და რა შეცდომებს ვუშვებთ მისი მომზადებისასimage


6. მოხარშული სიმინდის უნიკალური თვისება - ეს ბევრმა არ იცის!image


7. იცით რომელია ნამდვილი არაჟანი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!image

3
624
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
624
  
2018, 10 სექტემბერი, 16:28
მანჩო, ჩვენთან უფრო ფქვილიანი ბისკვიტისგან გაკეთებულ ტორტებზეა მოთხოვნილება, არა? შენ უფრო გეცოდინება. მე კი ძალიან მიყვარს ხრუკუნა ბეზე. :)
2018, 10 სექტემბერი, 16:07
ეტყობა გამიწყრა ეს სტატია, ნათი, რახან დავწერე, არ მომწონს ეს დესერტი-თქო...15 წუთია ტრიალებს დასალაიქებელი ღილაკი და არაფერს არ შვრება :(
2018, 10 სექტემბერი, 16:03
მეც გამიკეთებია, მაგრამ დიდად არ მომწონს და არ შევიტანე ჩემ რეცეპტურებში.
0 1 3