ნამცხვრები ტორტი ჰალვით "სლავიანკა" - უჩვეულო და გემრიელი დესერტი 2015, 4 მაისი, 10:55 "სლავიანკა" - ეს არის უგემრიელესი ტორტი, რომლის რეცეპტშიც გამოყენებულია ჰალვა. ეს ერთგვარი უჩვეულო ინგრედიენტია, განსაკუთრებით კრემში, თუმცა სწორედ ის განაპირობებს ამ დესერტის ორიგინალურობას და დაუვიწყარ გემოს. ინგრედიეტები: ბისკვიტისთვის: შაქარი - 150 გ. ფქვილი - 150 გ. კვერცხი - 6 ცალი კრემისთვის: კარაქი 280 გ. შესქელებული რძე 170 გ. ჰალვა - 80 გ. შაქრის პუდრი - 10 გ. კვერცხი 1 ცალი ვანილი - 1 ჩ.კ. მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და შაქარი მყარი მასის მიღებამდე, შევათქვიფოთ თითო-თითოთ კვერცხის გულები. დავამატოთ ფქვილი და კოვზით მხოლოდ რამდენჯერმე ამოვურიოთ. გადავიტანოთ პერგამენტიან საცხობ ყალიბში. გამოვაცხოთ 15-20 წთ, 200 გრადუსზე. გავაგრილოთ და ფრთხილად მოვაშოროთ ქაღალდი. გვერდები ჩამოვაჭრათ, რათა სწორი კუთხეები მივიღოთ. ჩამოჭრილი გვერდები დავფხვნათ. ბისკვიტი გავჭრათ 3 თანაბარ ნაწილად, რათა მივიღოთ გრძელი და ვიწრო ტორტი. კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ კვერცხის გული, ჰალვა, შესქელებული რძე, შაქრის პუდრა და ვანილი. ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ. ავაწყოთ ტორტი ჩვეულებრივი წესით: ბისკვიტი+კრემი+ბისკვიტი და ა.შ. სამივე ფენისთვის. ცოტა კრემი გვერდებისთვისაც მოვიტოვოთ. თავსა და გვერდებზე მოვაყაროთ დაფხვნილი ბისკვიტი. უმჯობესია ტორტი მეორე დღეს მიირთვათ. 312 7-ს მოსწონს
|