x
image
natia.a
"ბაუნტი" - ტორტი, რომელმაც ბოლო დროს ინტერნეტი დაიპყრო
image


ამ სახელწოდებით ბევრნაირი ტორტი არსებობს, მაგრამ ამჯერად გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ რეცეპტს, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდი ინტერესით სარგებლობს ინტერნეტმომხმარებლებს შორის. მაშ ასე, ტორტ "ბაუნტის" მოსამზადებლად დაგვჭირდება:


ცომისთვის:

150 გ. დარბილებული კარაქი

1 კვერცხის გული


100 გ. შაქარი

5 გრამი გამაფხვიერებელი

30 გ. კაკაო

200 გ. ფქვილი


შიგთავსისთვის:

6 კვერცხის ცილა

200 გ. შაქარი

200 გ. ქოქოსის ფანტელი


კრემისთვის:

5 კვერცხის გული

250 გ. შაქარი

1 ლ. რძე

200 გ. კარაქი

100 გ. ფქვილი

30 გ. კონიაკი

ვანილი


შოკოლადის ჭიქურისთვის:

100 გ. შავი შოკოლადი

25გ. კარაქი


ღრმა ჭურჭელში აურიეთ ცომის ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი. გამოსაცხობ ყალიბში ჩააფინეთ პერგამენტი და გაშალეთ მასზე ცომის 2/3. დარჩენილი ცომი შედეთ საყინულეში.


imageimageimageimage























































შიგთავსის მოსამზადებლად ცილებისა და შაქრისგან გააკეთეთ ბეზე. დაამატეთ ქოქოსის ფანტელი და ფრთხილად აურიეთ ხის კოვზით.


imageimageimage











































შიგთავსი გადაიტანეთ ყალიბში ჩაფენილ ცომზე


image



















საყინულიდან გამოიღეთ ცომი და დაახეხეთ შიგთავსს ზემოდან.

image

















შედეთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათით. როცა ფენები გამოცხვება, გამოიღეთ და გააგრილეთ.


image

















კრემის მოსამზადებლად აურიეთ კვერცხის გულები, შაქარი და ვანილი, დაამატეთ მეოთხედი ჭიქა რძე და კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და ისევ კარგად აურიეთ. მიღებულ მასაში ჩაასხით კიდევ 50 მლ ცივი რძე. დარჩენილი რძე მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაასხით წვრილ ნაკადად კვერცხიან მასაში. მიღებული მასა ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, ხშირად ამოურიეთ. მოხარშული კრემი გადმოდგით, შეურიეთ 30 გ. კარაქი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. გაგრილების პროცესში რამდენჯერმე ამოურიეთ, რათა კრემმა აპკი არ გაიკეთოს. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით გათეთრებამდე, თანდათან შეათქვიფეთ მოხარშული კრემი, ბოლოს კი - კონიაკი.


imageimage





























კრემი წაუსვით მთელ ტორტს.


image


















შოკოლადის ჭიქურის მოსამზადებლად გაალღვეთ შავი შოკოლადი ორთქლზე, დაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ. მიღებული ჭიქური გადაასხით ტორტს.


imageimageimage















































ტორტი ერთი ღამით გააჩერეთ მაცივარში, მეორე დღეს კი გემრიელად მიირთვით!


image





1
16375
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
16375
  
2014, 21 ნოემბერი, 22:45
დარწმუნებული ვარ ძალიან მომეწონება, მაგრამ სანამ ამა გავაკეთებ ნერვები დამაწყდება და გადამინდება კიდეც :))
0 1 1