x
image
K.P.
რუსკა მაყაშვილის დედა სასიძოზე გვიამბობს: "არაჩვეულებრივი ბიჭია, "წესრიგას" ვეძახი"

image
სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი რუსკა მაყაშვილი დაინიშნა. მისი რჩეული მორაგბე სანდრო ნიჟარაძე გახლავთ. სანდრო წარმატებული სპორტსმენია. გატაცებული იყო ფეხბურთითა და თხილმურებით, საბოლოოდ კი რაგბი აირჩია. ის ინგლისშიც ცხოვრობდა, სადაც სპორტული ბიზნესმენეჯმენტს სწავლობდა და საქართველოში სწორედ ამ სფეროს განვითარებას აპირებდა.

რუსკა და სანდრო ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. უკვე სამი წელია მათი მეგობრობა სიყვარულმა ჩაანაცვლა. წყვილს ერთი სამეგობრო წრე ჰყავს და ერთმანეთსაც შესანიშნავად უგებენ. სანდრომ რჩეულს ცოლობა მეგობრების წრეში სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. წყვილი კარგა ხნის მანძილზე მალავდა ურთიერთობას: "უკვე მეასეჯერ ვამბობ, რომ მე და სანდრო ბავშვობის ძალიან ახლო მეგობრები ვართ. მას და მის დას ანკასაც პატარაობიდან ვიცნობ, მაგრამ სანდროსთან ძალიან დავმეგობრდი. ერთი სამეგობრო წრე გვყავს. არ მოგვწონს ერთმანეთი და რა გავაკეთო. კარგია, სიმპათიური ბიჭია, კარგი გოგო ვარ, მაგრამ, რა ვქნათ. ეს ამბავი რომ გავრცელდა ერთმანეთში იმდენი ვიცინეთ, რომ ვღრიალებდით, მაგრამ ძალიან სერიოზული სახე მიიღო უკვე ამ ყველაფერმა."image

რუსკას დედას თამარ მაყაშვილს სასიძო და მისი ოჯახი ძალიან მოსწონს. "ვიცნობ მის ოჯახს, არაჩვეულებრივი ხალხია. ჩვენ ერთი წრის ხალხი ვართ. დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს იმას, რომ შენი აზროვნების ხალხთან გქონდეს ურთიერთობა, კარგია, როცა ერთ ენაზე საუბრობთ. ძალიან მიხარია, რომ ამ ოჯახში ხვდება ჩემი შვილი… სანდრო არაჩვეულებრივი ბიჭია, "წესრიგას" ვეძახი. ძალიან მოწესირიგებულია შინაგანადაც და გარეგნულადაც. რუსკა უფრო გადარეულია. არის მათში დიდი სიყვარული"-გვიამბობს ქალბატონი თამარი.image

0
2046
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2046
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0