x
image
hamunaptra1990
ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადააყენეს-"ამიერიდან, ერთის ნაცვლად გექნებათ ორი იმედი."
image
ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟში მთელი ქართველი ერია ჩართული.

მოვლენები კი ისე განვითარდა, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადააყენეს. ამასთან დაკავშირებით უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი) და დავით დვალი. ტოპ მენეჯმენტის უფლებამოსილება შეჩერებულია. ამიერიდან, ერთის ნაცვლად გექნებათ ორი ტვ იმედი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას!"

რუსთავი 2-ის მხარდამჭერები:


"და თითქოს შეჩერებულია აღსრულება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებასო?! ჩამოგერთვათ თქვენ მართვის უფლება? აბა რა გვიხაროდა?! "

"რა იდოტები და ვირეშმაკები არიან ეს უპატრონები! როდემდე! ერთი პარანოიკის "იშკილებზე" უნდა იაროს ქვეყანამ?!"

"ვერ ვიჯერებ მაინც, რომ ასე "იავნად" იკიდებენ ყველაფერს.."

" ნიკა, საყვარელო... ზუსტად ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, სამწუხაროდ არ მქონია უკეთესის იმედი. ძალიან ვწუხვარ... ძალიან..."

" საზიზღრებმა როგორ გაბედეს! ყველას და ყველაფერს გადაუარეს! ღმერთო, რა ძალიან ვარ გაცოფებული! მოთმინების უნარი მარგუნე!"

"ეხლა ამერიკის საელჩოს იმედადღა ვარ, რომელმაც უნდა განაცხადოს, რომ საქართველო გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან და ვერანაირ არჩევნებს ვერ ცნობს ლეგიტიმურად თუ ეს არ გამოსწორდაო.
კიდევ კარგი ახალი უკეთესი ელჩი გვყავს."

image

1
461
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
461
  
2015, 6 ნოემბერი, 14:22
გამოდის რომ წართმეული ქონების დაბრუნება უსამართლობა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას ნიშნავს?ანუ ქურდულად დამახიეს ქონება და თუ დავიბრუნებ მე ვიქნები კრიმინალი?თავდაცვა თავდასხმითო გამიგონია მაგრამ ეს ამორალების მორალია და ბოლო კეთილი არასოდეს აქვს.და ასეც დაემართა რუსთავი 2 ს.ვინ კიტხავს ამერიკასა და ევროპას ქარტველი ხალხის მენტალობასთან და არჩევანთან?ჩვენ ქარტველ ერს რაც გვინდა ყოველთვის იქნება ისე და ვერავინ უცხო დაიდგავს ტახტს საქართველოში.ან ეს ქუჩიდან მაუწყებლობა რაღა უბედურებაა?ვინ გამოყარა რო ბოშებივით ქუჩაში გაწოლილანსასაცილოსიხდიან თავებს.მარტლა ბოლომდე ნუ დაკარგავთ თავმოყვარეობას.ყველაფერს კადრულობენ უკვე.და როდესაც რუსტავი ორი დიქტატურაზე ლაპარაკობს ჯერ ქართველ ხალხს კითხოს ვინ იყო მათთვის დიქტატორი. მე ხალვაშის ადგილზე რუსთავი ორის ყველა ჟურნალისტს დავახვევინებდი ტელეკომპანიიდან,ყველა ერთმანეტზე უარესი უსინდისო მატყუარები და უსამარტლობის დიდი დამცველები არიან და არ არის ქართველი ხალხი ბრმა და ყრუ რომ ვერ გავარჩიოთ ვითომ გაჩეხილი ვენახი დიდი ხნის გადამხმარი ვენახისგან.ტან საქართველოც პატარაა და ადვილია ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება.ტყუილს არ შესწევს უნარირომ დიდხანს იარსებოს.
0 1 1