შეიძლება თუ არა სერიოზული შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ უბრალო სამოყვარულო კამერით გადაღებული მოკლე ვიდეოები? შეიძლება, თან როგორ! ამაზე მეტყველებს მსოფლიოს წამყვანი ვიდეობლოგერების მიერ გამომუშავებული თანხები. ქვემოთ გთავაზობთ ყველაზე მდიდარი ვიდეობლოგერებისა და მათ მიერ გადაღებული ვიდეოებით გამომუშავებული თანხების ნუსხას, რომელიც, დამეთანხმებით საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.
1. როზანა პანსინო (Rosanna Pansino), მიღებული შემოსავალი 2, 5 მილიონი დოლარი, 5 მილიონი ხელმომწერი, იღებს ვიდეოებს კულინარიის შესახებ.
2. რომან ეტვუდი (Roman Atwood), მიღებული შემოსავალი 2, 5 მლნ. დოლარი, 7 მლნ. ხელმომწერი, იღებს პრანკებს.
3. ლილი სინგჰი(Lilly Singh), მიღებული შემოსავალი 2, 5 მლ. დოლარი, 7 მლნ. ხელმომწერი, იღებს მხიარულ ჩანახატებს და ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებს.
4. მიშელ ფანი (Michelle Phan), მიღებული შემოსავალი 3 მლნ. დოლარი, 8 მლნ. ხელმომწერი, იღებს მაკიაჟის კეთების გაკვეთილებს.
5. ოლაჟიდე ოლატუნჯი (Olajide Olatunji), მიღებული შემოსავალი 4, 5 მლნ. დოლარი, 10 მლნ. ხელმომწერი, თამაშობს ვიდეოთამაშებს და რეპავს.
6. რეტ მაკლაფლინი (Rhett McLaughlin) და ჩარლზ ლინკოლნი (Charles Lincoln), მიღებული შემოსავალი 4, 5 მლნ. დოლარი, იღებენ კომედიურ სცენებს, რომლებშიც თავადვე ასრულებენ მთავარ როლებს.
7. ლინდსი სტირლინგი (Lindsey Stirling), მიღებული შემოსავალი 6 მლნ. დოლარი, 7 მლნ. ხელმომწერი, ქმნის მუსიკას და თავად ასრულებს ვიოლინოზე.
8. ბენი და რაფი ფაინები (Benny Fine, Rafi Fine), მიღებული შემოსავალი 8, 5 მლნ. დოლარი, 13 მლნ. ხელმომწერი, იღებენ გასართობ ვიდეორგოლებს.
9. ენტონი პადილა (Anthony Padilla) და იენ ჰიკოკსი(Ian Hecox), მიღებული შემოსავალი 8, 5 მლნ. დოლარი, 21 მლნ. ხელმომწერი, იღებენ კომედიურ ვიდეოებს.
10. ფელიქს ჩელბერგი (Felix Kjellberg), მიღებული შემოსავალი 12 მლნ. დოლარი, 40 მლნ. ხელმომწერი, იღებს "let's play"-ებსა და თამაშების შესახებ სხვა ვიდეორგოლებს.