x
image
K.P.
მშვენიერი ია ფარულავა და მისი საყვარელი მამაკაცები
image
ია ფარულავა იმ იშვიათთაგანია, რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებს. მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია და მუდამ შესაშურად გამოიყურება. ცხოვრების მანძილზე რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალა, შესაბამისად სკანდალები და ჭორები მისი ცხოვრების ნაწილია.

მისი პირველი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე გახლდათ. ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი დაინგრა. რამაზი ძალიან ეჭვიანი ქმარი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ქმარსგაშორებულმა იამ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა.imageimage

მსახიობი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. სამშობლოდან წასულს უცხო ქვეყანაში ახალი სიყვარული ეწვია. მისი მეორე ნახევარი და მეუღლე ჟურნალისტი კის რაიზერი გახლდათ. მსახიობმა ყველასათვის მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე ქორწინების წყალობით იას ამერიკის მოქალაქეობა ხვდა წილად.image

იას შემდგომი გატაცება ლიბანელი ბიზნესმენი ფადი ასლი გახლდათ. წყვილი წლების მანძილზ ერთად ცხოვრობდა, თუმცა ურთიერთობა არ დაუკანონებიათ. წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა. ბიზნესმენმა იას მისი სახელის ხსენება აუკრძალა, რის გამოც მსახიობი მას "უხსენებელს" ეძახის.image


ია ფარულავას ბოლო სიყვარული მუსიკოსი ტარიელ სუარი გახლავთ. ყველაფერი სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც ტარიელის თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. თანაცხოვრების მანძილზე მათ ურთერთობაში კონფლიქტებმაც იჩინა თავი, მაგრამ ყველაფერი დალაგდა. "ყველაზე ღირსეული მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში -ტარიელ სუარი "-წერდა ია რამდენიმე დღის წინ და მეუღლის ფოტოს ავრცელებდა.image

როგორც ირკვევა, ია ფარულავა საკმაო ქონებას ფლობს, თუმცა ამ ყველაფერს ქმრებს როდი უმადლის: "ყოფილმა ქმრებმა ნერვების დაგლეჯვის მეტი არაფერი დამიტოვეს, იქეთ გამწეწეს."image

0
3264
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0