სხვა "მკვდრების დღე" – შოკისმომგვრელი და უცნაური დღესასწაული ლათინური ამერიკის ქვეყნებში 2015, 4 ნოემბერი, 23:18 ლათინური ამერიკის ქვეყნების მცხოვრებლებმა ამ დღეებში აღნიშნეს "მკვდრების დღე", რომელიც, როგორც წესი, ტრადიიცისამებრ, პირველ და ორ ნოემბერს აღინიშნება. დღესასწაული, რომელიც მიცვალებულებს ეძღვნება, ტარდება მექსიკაში, ბრაზილიაში, გვატემალაში, ჰონდურასსა და სალვადორში. დღესასწაულზე ადგილობრივი მცხოვრებლები საკარნავალო კოსტიუმებით ცხადდებიან, ხოლო სახეს თავის ქალის მაგვარად იხატავენ გრიმებით.
ერთი მხრივ, მიცვალებულების დღე-სევდიანი დღესასწაულია, რადგან მისი მონაწილეეები ამ დღეს იხსენებენ ახლობლებს, რომლებიც დაკარგეს, მაგრამ მეორე მხრივ ეს საკმაოდ მხიარული დღეცაა, რამეთუ ადამიანებს ჩააფიქრებს სიცოცხლის წარმავლობაზე და იმაზე, რომ სანამ ცოცხალი ხარ, უნდა დატკბე სიცოცხლის ყოველი დღითა და ყოველი წუთით. მკვდრების დღეს მექსიკელები თავიანთ სახლებში ლოცულობენ დაღუპული ოჯახის წევრებისათვის, აწყობენ მათ საპატივცემულოდ საკურთხის მაგიდას, სადაც დებენ შაქრისაგან გაკეთებულ თავის ქალებს, ბზის ტოტებს, პროდუქტებსა და სასმელებს, რომლებიც სიცოცხლეში უყვარდა გარდაცვლილს. გარდა ამისა, ნათესავები მიდიან მიცვალებულების საფლავზე, მიაქვთ იქ ყვავილები და სხვადასხვა საჩუქრები. როგორც წესი, ამ დღეს ნარინჯისფერი ქრიზანთემებით ამშვენებენ მიცვალებულების საფლავებს და საკურთხის მაგიდას, რადგან ცენტრალურ ამერიკაში ეს ყვავილი მიცვალებულის სულის მომხმობადაა მიჩნეული. მიცვალებულების დღე ლათინურ ამერიკაში ჰელოუინის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ორივე ზეიმის მთავარი ატრიბუტია საკარნავალო ტანსაცმელი და გოგრისაგან გაკეთებული პატარა ქანდაკებები. 154 7-ს მოსწონს
|