რჩევები როგორ ვაქციოთ ძველი ფეხსაცმელები "მოდურად"? 2012, 26 მაისი, 22:03 ნებისმიერი ქალისთვის, ვისაც ლამაზად და გემოვნებით ჩაცმა უყვარს, ფეხსაცმელი განსაკუთრებული სისუსტეა. აქედან გამომდინარე მცნება "ზედმეტი წყვილი" მოდის ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის, არ არსებობს, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ არსებობს ერთი საძაგელი მცნება "გარღვევა ბიუჯეტში", რომელიც გვაიძულებს ლამაზ-ლამაზ ვიტრინებზე გამოფენილ ნაირ-ნაირ ფეხსაცმელებს ფარული ოხვრით ჩავუაროთ და გულში საოცნებო ახალი წყვილის საყიდელი თანხის შეგროვებამდე, დარჩენილი ლარები ვთვალოთ. ჰოდა, სანამ თქვენ ამ თქვენი საოცნებო ყულაბის შევსებაში ხართ, იქნებ სასარგებლო საქმით დაკავებულიყავით და თქვენი გარდერობისთვის, მომდევნო ახალ წყვილ ფეხსაცმელთან ერთად ძველი, მაგრამ თქვენივე ხელით "გაახლებულ-გათანამედროვენბული" მოდელიც მიგემატებინათ? მოგეხსენებათ, ე.წ "ჰენდმეიდი" როგორ ფასობს დღევანდელ პოდიუმებზე, აქედან გამომდინარე თამამად ჩართეთ მთელი თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და ფანტაზიის უნარი, გადმოიღეთ ძველი ფეხსაცმელენბი, მოიმარჯვეთ მაკრატელი, წებო, სხვადასხვა ლამაზი "მძივ-ბისერ-ტისმები" და თამამად შეუდექით ლაბუტინის კონკურენტად საკუთარი თავის ჩამოყალიებებას, ნუ ეხლა თუ მაინც და მაინც თავად კრისტიან ლაბუტინი არ გახდებით, დიდი დიდი ნაგვის ურნა დაამძიმოთ ერთი ორი კილოგრამით. თუმცა აჯობებს პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებული შეუდგეთ საქმიანობას, რა იცით, იქნებ მოდის სამყაროში გადატრიალება მოახდინოთ თქვენი "შედევრით"? 1733 5-ს მოსწონს
|