x
image
K.P.
ლევან ხურციამ და მარიამ კუბლაშვილმა ჯვარი დაიწერეს (+ფოტოები)

image
იურისტმა მარიამ კუბლაშვილმა და მსახიობმა ლევან ხურციამ ჯვარი დაიწერეს და ეს ყველაფერი გრანდიოზული ქორწილითაც აღნიშნეს. წყვილი თავდაპირველად ამ დღის ვიწრო წრეში აღნიშვნას გეგმავდა, თუმცა მეგობართა და ნათესავთა სიუხვემ მათი გეგმები შეცვალა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. ლევანი ჩოხაში გახლდათ გამოწყობილი, მარიამის თეთრი კაბაც ეროვნულ დეტალებს ატარებდა. ქორწილში ნათესავების გარდა მსახიობები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და იურისტები იმყოფებოდნენ. თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ წყვილმა და სტუმრებმა შესანიშნავი დრო გაატარეს. წყვილმა საკუთარი სიყვარულის შესახებ რამდენიმე თვის წინ გვამცნო, თუმცა რომანის შესახებ ინფორმაცია მანამდეც ვრცელდებოდა. "გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი"-ასე ახასიათებდა მომავალ მეუღლეს ლევანი. image

შეგახსენებთ, რომ მარიამ უკვე გახლდათ დაქორწინებული. პირველ კურსზე იყო, როდესაც გათხოვდა. მისი ქმარი, მასზე 7 წლით უფროსი, მოჭიდავე დავით ნადარაია გახლდათ. წყვილს სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი ერთმანეთი.

"მან ფაქტობრივად მომიტაცა. ძმის შიშით ვერ დავბრუნდებოდი სახლში, თან ეს არც მინდოდა, მიყვარდა. რამდენიმე თვის იყო ჩვენი შვილი, ქმარი ამერიკაში სავარჯიშოდ რომ წავიდა ორი კვირით და აღარ დაბრუნდა"-ამტკიცებს მარიამი.

როგორც გაირკვა დავითს იქ სხვა ქალი გაუცვნია და მისგან შვილიც გაუჩენია. 8 წლის მანძილზე მარიამი ქმარს ელოდა, დედამთილ-მამამთილთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო გამოდგა. ლევანის ოჯახმა ის ძალიან კარგად მიიღო.

"ლევანის დედამ პირველად შვილთან ერთად მიმიპატიჟა ოჯახში. მითხრა, რომ ვუყვარვარ ჩემს შვილთან ერთად. არც უგრძნობინებია ჩემთვის, რომ მე განათხოვარი ქალის სტატუსი მაქვს"-გვიამბობდა მარიამი.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... imageimageimageimageimageimage





0
609
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
609
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0