x
image
K.P.
ბექა ხოფერიას მეუღლე ინა ოსიპოვა განაწყენებულია: "შეგვარგეთ ბედნიერება"

image
თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა.
მისი ახალი სიყვარული 24 წლის ინა ოსიპოვაა, გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-განაცხადა ბექამ.

საზოგადოების ნაწილი ბექასა და თიკას შერიგებას მოელოდა, მაგრამ ამაოდ. ალბათ სწორედ ამიტომ, ახლადშეუღლებულების, უფრო მეტად კი ინასადმი საზოგადოების ნაწილი აგრესიას გამოხატავდა. მომხდარმა ინა გაანაწყენა. "კომენტარები წაიკითხა ჩვენზე და გული დაწყდა იმაზე რომ ამდენი ბოროტება არსებობს დედამიწაზე. ყველას ვპატიობ მე პირადად! მიყვარხარ ინა"-წერს ბექა ხოფერია და მეუღლისკომენტარს აზიარებს: "სილამაზე, ჭკუა, კეთილი გული, წარმატება-ყველაზე დიდი ცოდვაა მათ წინაშე, ვინც ამ ყველაფერს მოკლებულია. სიძულვილი და შური ცხოვრებას აბინძურებს. ამბობენ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანზე არ იმით, რას ამბობენ მასზე სხვები, არამედ იმით, თუ რას ამბობს ის სხვებზე. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სახელს. და როგორც დოსტოევსკი ამბობდა: "გაიარეთ და შეგვარგეთ ბედნიერება".image

ხლად შექმნილ ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატება. ინას ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ კი მითქმა-მოთქმას წერტილი საბოლოოდ დაუსვა. წყვილი ამ ყველაფრის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც ჩანს, არ სურდათ ახალი ამბავი პრესისა და საზოგადოების განსახილველ თემად ექციათ.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი.image

1
3012
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3012
  
2015, 31 ოქტომბერი, 12:44
ულამაზესია ეს გოგო!
0 1 1