x
image
K.P.
"ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს"-ლიზა ყენია ირაკლი კოდუას ვაჟთან ურთიერთობაზე

image
მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და მას უკვე მთელი საქართველო იცნობს. სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო. მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ანაბანაში", რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზის შიდაშესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო კონკურსზე წარადგინა. (ლიზა ჯგუფ "პრინცესების" შემადგენლობაში იყო, როდესაც საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო წარადგინა.) ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ნუცას სკოლის" ფინალისტიც გახლდათ,
გარდა ამისა "ახალ საბავშვო ხმასა" და "X ფაქტორშიც" მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დიდი გამოცდილება კი პროექტ "ერთი-ერთში" მიიღო. ლიზა საკუთარი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია.image

ერთ-ერთი სააგენტოს მტიცებით, ახალგაზრდა მომღერალი შეყვარებულია. მისი რჩეული კი ირაკლი კოდუას ვაჟი, ნოდარი გახლავთ. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. ცოტა ხნის წინ ლიზა შეყვარებული გახლდათ გიორგი პატარიძეზე, რასაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებიც მოწმობდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ლიზა სოციალურ ქსელში კომენტარს ავრცელებს და განმარტავს, რომ ნოდარ კოდუა მისი ახლო მეგობარია: "გიორგი პატარიძე ბავშვური გატაცება იყო და არა რომანი. როგორ შეიძლება 17 წლის ბავშვს რომანი ჰქონდეს. გიორგი პატარიძე ჩემი მეგობარია და არანაირი რომანი ჩვენ არ გვაკავშირებს. რაც შეეხება ნოდო კოდუას ერთი სამეგობრო წრე გვყავს და ჩვენ განსაკუთრებით კარგი მეგობრები ვართ. ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით. ახლა ორივეს ისეთი ასაკი გვაქვს, სწავლა-განათლებაზე ზრუნვა გვიწევს, თან ნოდოც დაკავებულია, ის ავტომრბოლელია და მეც ჩემს კარიერას უნდა მივხედო."

ლიზა წელს აბიტურიენტია. გოგონა სწავლის გაგრძელებას მუსიკალური კუთხით გეგმავს, ის ოპერის მომღერლობას აპირებს. ვუსურვოთ ლიზას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimageimage


0
522
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0