საზოგადოება "ვისაც გადატრიალების სურვილი აქვს, შეუძლია თავის საწოლში გადატრიალდეს" - სოზარ სუბარი ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს იშველიებს 2015, 28 ოქტომბერი, 11:11
სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საშიშროება არ არსებობს, თუმცა როდესაც არსებობს ეჭვი გამოძიება ვალდებულია ეს გადაამოწმოს. “არანაირი საფრთხე სახელმწიფო გადატრიალებისა არ არსებობს. მე შემიძლია ერთადერთი გავიმეორე ედუარდ შევარდნაძის სიტყვები - ყველას ვისაც გადატრიალების სურვილი აქვს, შეუძლია თავის საწოლში გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს, სხვა გადატრიალება ამ ქვეყანაში არ მოხდება, “ - განაცხადა სოზარ სუბარმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 315-ე მუხლით რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად გულისხმობს. როგორც ცნობილია, 24 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდებისთვის შეთქმულებასთან დაკავშირებით. 105 2-ს მოსწონს
|