საზოგადოება რუსთავი 2-ის დასახმარებლად არასწორი საბანკო ანგარიშის ნომრები ვრცელდება.... 2015, 6 ოქტომბერი, 20:48 დაიბლოკებით სიცრუისათვის... როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც რუსთავი 2-ის დახმარებისთვის გახსნილი ანგარიშის ნომერს არასწორად ავრცელებენ და ან ერთობიან ამით, ან სურს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ან უბრალოდ პროტესტის გამოხატვის ასეთ ფორმას მიმართავენ. ამ ფაქტს თავად ტელეკომპანია ეხმიანება და რუსთავი 2-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს: „ყველა ის პირი დაიბლოკება, რომელიც: ა) ავრცელებს არასწორი საბანკო ანგარიშის ნომერს; ბ) წერს შეურაცხმყოფელ განცხადებებს. 173 1-ს მოსწონს
|