x
საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა

imageსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ირმა ნადრირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და სერგო რატიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პრეზიდენტთან საუბარი შეეეხო ქვეყანაში დღეს არსებული კარიზისის საფრთხეებს.
დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს პროცესების შემდგომ ესკალაციას და სურს ქვეყნის სწორი განვითარება.
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ წითთელი ხაზი სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა და „რუსთავი 2“-ის იმ სახით შენარჩუნებაა, როგორიც დღეს არის.

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით დღეს კონსულტაციებს გეგმავს ასევე, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო სექტორთან.

0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0