x
შეხვედრა გარემოსდაცვითი მინისტერიალის - „გარემო ევროპისათვის“ შესახებ

imageimageimageგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, 2016 წლის ინვნისში ქ. ბათუმში დაგეგმილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვითი მინისტერიალის - „გარემო ევროპისათვის" (Environment for Europe (EfE)) მოსამზადებელ საკითხზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

სხდომის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ სიტყვით მიმართა და მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გააცნო . ღონისძიებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძვანელი პირები ესწრებოდნენ.

მინისტერიალი "გარემო ევროპისათვის" გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის ფორმატს წარმოადგენს. მინისტერიალში 56 ქვეყნის დელეგაცია და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

0
20
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0