საზოგადოება მანდატურის სამსახურმა დღეს, 30 ივლისს დაიწყო ტრენინგები თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში 2015, 30 ივლისი, 14:02 დღეს, 30 ივლისს დაიწყო ტრენინგები თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“. პროგრამის განმახორციელებელი არის მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) . პროექტი მომზადდა “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ხელშეწყობით. სამიზნე ჯგუფებს (ბენეფიციარებს) წარმოადგენენ მანდატურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ისეთ სკოლებში, სადაც არ ჰყავთ მანდატურები, სკოლიდან თითო წარმომადგენელი (დირექტორი/სასწავლო ნაწილი/მასწავლებელი) გაივლის აღნიშნულ სატრენინგო კურსს. ტრენინგი 2 დღიანია. .ინფორმაცია ვრცელდება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფეისბუქ გვერდზე 37 3-ს მოსწონს
|