x
პატიმარი მამაკაცების გაუპატიურება აღიარებითი ჩვენების მისაღებად – სკანდალურ ვიდეოს შეფასებები მოჰყვა

image პატიმარი მამაკაცების გაუპატიურება აღიარებითი ჩვენების მისაღებად – ძალადობისა და წამების ამსახველი კადრები, რომელიც მხოლოდ საქმეში მტკიცებულებად უნდა დარჩენილიყო, სხვა ყველა ასლი კი უნდა განადგურებულიყო, საჯაროდ გავრცელდა.

ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ხელისუფლებას პირობის დარღვევაში ადანაშაულებს.

მათივე შეფასებით, NDI-ის კვლევების პარალელურად ე.წ. კასრების საქმის ფირების გამოქვეყნება ცალსახად პოლიტიკური სვლაა.

გრიფირებული მასალა საქმის განხილვისას გადაეცათ ბრალდებულთა ადვოკატებსაც. საქმეს სულ 9 ადვოკატი ჰყავდა. მათი უმრავლესობა გრიფირებული საქმის გამო განმარტებებს არ აკეთებს. ნაწილი კი ირწმუნება, რომ ფირების გავრცელებასთან კავშირი არა აქვთ და პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებს.

უცნობია წყარო, თუმცა დღეს უკრაინულმა სააგენტო მარშალპრესმა, სავარაუდოდ, ე.წ. კასრების საქმეში არსებული ის ვიდეო გაავრცელა, რომელიც გრიფირებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო და სადაც მამაკაცზე, სავარაუდოდ, სექსუალური ხასიათის ძალადობა ჩანს.image

0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0