x
image
natia.a
რას გვეუბნება ადამიანზე სოციალურ ქსელში პროფილის სურათი - ექსპერიმენტის შედეგები
image

სოციალური ქსელები დღეს განსაკუთრებით პოპულარულია. მასში საკუთარი იდენტობის ამსახველ ერთ-ერთ ატრიბუტად კი პროფილის სურათი, ანუ ე.წ. ავატარი გვევლინება. როგორც წესი, ავატარის შერჩევას მომხმარებლები საკმაოდ დიდ დროს უთმობენ და ამ დროს სხვადასხვამოსაზრებებით ხელმძღვანელობენ. მაინც რა შეიძლება მთავარმა ფოტომ/სურათმა გვიამბოს ანგარიშის მფლობელის შესახებ?


ამერიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს სხვადასხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ავატარების კვლევა და რამდენიმე საყურადღებო დასკვნაც დადეს.


აღმოჩნდა, რომ პროფილის მთავარი ფოტო გარკვეულწილად ასახავს მფლობელის ხასიათს. ავატარის საშუალებით შესაძლებელია ასევე საკუთარი ხასიათის ნაკლოვანებების დაფარვაც.


ავატარისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც რეალური ფოტო, ასევე სურათი/ნახატი.



ჩატარებული კვლევის ფარგლებში ადამიანთა ჯგუფს სთხოვეს შეექმნათ ავატარი, რომელსაც შემდგომ ექსპერტები აანალიზებდნენ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა კეთილსინდისიერება, ემოციური სტაბილურობის დონე, ურთიერთობისთვის მზადყოფნა და ექსტრავერსია.


ექსპერიმენტის დასასრულს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გახსნილობისა და კეთილსინდისიერების დონე უფრო რთული დასადგენი იყო, ვიდრე ემოციური სტაბილურობისა და ცვლილებებისადმი მზაობის დონე.


image

გახსნილი და მეგობრული ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ პროფილზე მაქსიმალურად რეალისტური სურათების ატვირთვას, რომლებზეც თავად არიან გამოსახული, იღიმებიან და თავს კომფორტულად გრძნობენ. ამგვარ ფოტოებზე სახე ახლო ხედით არის ნაჩვენები.

image

გულჩათხრობილი ან ემოციურად არამყარი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ფოტოს ქუდით ან მზის სათვალით, რომლებიც ეხმარება თვალების დაფარვაში.

image

ნათელ ფონზე გადაღებული ფოტო მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ცდილობს გარშემო დადებითი ემოციები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჰქონდეს.


თუ ანგარიშის მფლობელმა ავატარად ფოტოკოლაჟი წარმოადგინა, ესე იგი ცდილობს ცოტა შეალამაზოს რეალობა.


თუ რეალური ფოტოს მაგივრად ატვირთულია სურათი, რომელზეც სხვა ადამიანია გამოსახული, სავარაუდოდ მფლობელი ცდილობს დაფაროს საკუთარი სუსტი მხარეები. image

ფოტოს სტილსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე. გოთიკური ფოტო პესიმიზმზე მიუთითებს, გლამურული - წარმატების გარეგნული ატრიბუტებისადმი მინიჭებულ აქცენტებზე. დაძველებურად სტილიზებული ფოტო სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ანგარიშის მფლობელი აუხდენელ ოცნებებს მისტირის.


ექსპერტებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ ქალები, ხასიათის მიუხედავად, ცდილობენ ფოტოზე უბრალოდ და გულახდილად გამოიყურებოდნენ.


ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანებს, რომლებიც ავატარად რეალისტურ ფოტოებს იყენებენ, სოციალურ ქსელებში ახალი ნაცნობების გაჩენის მეტი შანსი აქვთ.

1
139
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
139
  
2015, 27 ოქტომბერი, 15:44
საინტერესოააა... G–G
0 1 1