სხვა ყველაზე დაუჯერებელი ფაქტები ბოშების შესახებ 2015, 26 ოქტომბერი, 19:07 იცოდით თუ არა, რომ ბოშები ინდოეთიდან არიან წარმოშობით? - მათ დღესაც კი ესმით ჰინდის ენაზე მარტივი სიტყვები და გამოთქმები და შეუძლიათ თარგმანის გარეშე უყურონ ინდურ ფილმებს, მაგრამ მეცნიერებმა დღემდე ვერ შეძლეს იმის გარკვევა, თუ ამ მოხეტიალე ხალხის მიგრაცია როდის მოხდა ინდოეთიდან და როდიდან მოედვნენ ისინი მთელ მსოფლიოს. ამჟამად ბოშებს დედამიწის ყველა კონტინენტზე შეხვდებით, ანტარქტიდის გარდა. მხოლოდ ევროპის ქვეყნებში მათი რიცხვი 12 მილიონამდე აღწევს.
გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ბოშების ყოფა-ცხოვრებიდან.
![]() ყველაზე საშინელი სასჯელი ბოშისათვის მისი ბანაკიდან (თაბორიდან) განდევნაა. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ღებულობენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს. თუ თქვენ ნახავთ, რომ ბოშას საყურე მხოლოდ ცალ უყურზე უკეთია, იცოდეთ, რომ ის დედისერთაა...და როდესმე გინახავთ მოკლეთმიანი ბოშა?- რა თქმა უნდა, არა. ეს იმიტომ, რომ მოკლე ვარცხნილობა ამ ხალხში უპატიოსნობას, უღირსობას ნიშნავს. ბოშები თმებს ძალით ჭრიან ბანაკიდან განდევნილ ან იზოლირებულ ადამიანებს, რომ შემდეგ ისინი სხვების დაცინვის და ზიზღის ობიექტი გახდნენ. ![]() დღისათვის ბოშების უმეტესობა უკვე აღარ მისდევს მომთაბარე ცხოვრებას, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ ბოშები, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ და ისინი გამუდმებით დახეტიალობენ ერთი ადგილიდან მეორეზე. ყველაზე საინტერესო გაგება ამ ხალხებში არის სიტყვა "ბილწი". ამ სიტყვით ბოშები მოიხსენიებენ ქალის სხეულის წელს ქვევითა ნაწილს და თვლიან, რომ თუ მოზრდილი ქალი რამეზე გადაივლის, ის ადგილი წაბილწულია. ამიტომ ცხოვრობენ ბოშები მხოლოდ ერთსართულიან სახლებში ან მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულებზე, რომ ზემოდან ისინი არავინ "წაბილწოს". ![]() ბოშებში ყველაზე უცნაური და გავრცელებული კერძია შემწვარი ზღარბი. ის განსაკუთრებით უყვართ პოლონელ ან ბალტიისპირეთის ბოშებს. როგორც ჩანს, ეს კერძი სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როცა ამ ხალხს გამუდმებული დევნისაგან თავის დასაღწევად ტყეეებში უხდებოდა ცხოვრება და თავის გატანა. ბოშების დღესასწაულების დროს მთვრალი ბოშის ნახვა არც ისე იოლია. მათთან მიღებული არაა სუფრასთან ბევრი სმა. სახალხო სეირნობის ან ტრადიციული დღესასწაულების დროს ახალგაზრდა მამაკაცები რიგრიგობით მორიგეობენ, მათ ეკრძალებათ დალევა უფროსების თანდასწრებით, ამიტომ მათ მოვალეობაში შედის ყველანაირი მოსალოდნელი კონფლიქტის აღკვეთა და სუფრისათვის თვალყურის დევნება. ![]() ბოშებში იმდენადაა გავრცელებული ბავშვების კულტი, რომ უშვილობა მათთან დიდ ცოდვად ითვლება. ოჯახში, სადაც არიან ბავშვები, სტუმრები ვალდებული არიან მიიტანონ საჩუქრები და ტკბილეული, ხოლო თუ სტუმრად მყოფ ბავშვს რაიმე საგანი ძალიან მოეწონება, მასპინძელმა ის აუცილებლად უნდა აჩუქოს. რაც უფრო მეტჯერ გახდება ბოშა ქალი დედა, მით უფრო დიდ პატივს სცემენ მას. ბოშების უმეტესობა ქრისტიანია ან მაჰმადიანი, მაგრამ მათ შორის ბევრია სხვა რელიგიის თაყვანისმცემელიც, განსაკუთრებით მაზდეანობის (ცეცხლთაყვანისმცემლობა). ![]() მიცვალებული ბოშის ტანსაცმელი ან ნივთები, რომლებსაც ის სიკვდილის წინ შეეხო, ითვლება უწმინდურად და მას საფლავში მკვდართან ერთად მარხავენ. ზუსტად ასე ემართება მშობიარის ნივთებს: მას მიწაში ფლავენ ან წვავენ. ეს შეიძლება ავხსნათ არამარტო რელიგიური თვალთახედვით, არამედ სანიტარულ-ჰიგიენური მოსაზრებითაც. ბოშა ქალების რუშებიან განთქმულ კაბებსაც თავისი ისტორია აქვს: როცა გრძელი კაბების მოყვარულ ბოშა ქალს კაბის ბოლო შემოეხეოდა, ის ძველი კაბიდან იღებდა ნაჭერს და კაბას რუშებს აკერებდა. ასე ხდებოდა განუწყეტლივ. დროთა განმავლობაში ეს უკვე სიღარიბის ნიშნად კი არა, ერთგვარ ტრადიციად გადაიქცა. ბოშა გოგონების უმეტესობა ქმარს ქალწულად ბარდება და ტრადიციის თანახმად, ქორწილზე მოსულ სტუმრებს ამაყად უჩვენებენ სისხლიან ზეწარს, დამადასტურებლ ნიშანს იმისა, რომ პატარძალი უბიწო იყო. როგორც წესი, ახალდაქორწინებულები ვაჟის სახლში ცხოვრობენ მის მშობლებთან ერთად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ შვილი შეეძინებათ, გადადიან ცალკე საცხოვრებლად. ოჯახში რჩება მხოლოდ უმცროსი ვაჟი, რომელიც ვალდებულია მშობლებს მიხედოს და მოაუროს სიბერეში. ![]() მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბოშა ქალებს ასე ძალიან უყვართ ოქროს სამკაულები, არის გარკვეული დაზღვევა განქორწინების შემთხვევაში სიღარიბისაგან თავის დასაღწევად. თუ ქმარი ცოლს სახლიდან გააგდებს, ამ შემთხვევაში ქმრის ან მისი ნათესავების მიერ ნაჩუქარი ოქროს ნივთები ქალის საკუთრებაა და ისინი მას ძალიან დაეხმარება მარტო ცხოვრების შემთხვევაში. ზოგიერთი ბოშა შესანიშნავად ფლობს ჰიპნოზის საფუძვლებს და ამას მშვენივრად იყენებს ადამიანების მოსატყუებლად და ფულის დასაცინცლად. ამიტომ გირჩევთ, თუ ბოშებთან მოგიხდათ ურთიერთობა, არ უყუროთ მათ თვალებში. ეს შეიძლება თქვენი საფულის დაკარგვის ფასად დაგიჯდეთ. ![]() 1944 წელს საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც პოლონეთის ტერიტირიაზე მდებარეობდა. ამ ბანაკში იმყოფებოდა აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ბოშების უმეტესი ნაწილი. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით ოსვენციმის კედლებს მიღმა 21 ათასზე მეტი ბოშა დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, მოხუცები და ქალები. 1479 7-ს მოსწონს
|