საზოგადოება გასაჯაროვდა პატიმრის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ცოცხით მისი გაუპატიურება არ მომხდარა 2015, 26 ოქტომბერი, 12:47 ე.წ. ცოცხების კადრებზე 2012 წელს გავრცელებული ვიდეომასალის სრული ვერსია რუსთავი2-მა მოიპოვა. ცნობილი გახდა გრიფით საიდუმლო საქმეში არის იმ პატიმრის ჩვენებაც, რომელიც როგორც ცნობილი იყო ცოცხით გააუპატიურეს. პატიმარი ყვება როგორ დაიწყო მისი ცემა ვლადიმერ ბედუკაძემ და ოლეგ ფაცაციამ. გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გასული ინფორმაციის თანახმად კადრები გლდანის ციხეშია გადაღებული და პატიმარი, რომელიც კადრებში არის ასახული ფსიქიურად დაავადებულია. კილაძე ამბობს, რომ თავის დროზე ცოცხით გაუპატიურების შესახებ ნაჩვენები ვიდეოკადრები ლიტველმა სპეციალისტმა აბსურდულად შეაფასა და თქვა, რომ ცოცხით ადამიანის გაუპატიურება თითქმის შეუძლებელია. კილაძე ამბობს, რომ პატიმარი არ გაუუპატიურებიათ და მას ცოცხი ფეხებს შორის ჰქონდა ჩადებული. იგი ჩვენებაში ასევე ყვება, რომ ვიდეოს ვლადიმერ ბედუკაძე იღებდა და მას ოლეგ ფაცაცია სცემდა. ამ ვიდეოსთან კავშირს კი წლების წინ ინტერვიუში ბედუკაძე უარყოფთა და ამბობდა, რომ არ იცოდა ფსიქიურად იყო თუ არა დაავადებული კადრებზე ნაჩვენები პატიმარი. 460 2-ს მოსწონს
|