x
image
მანჩო 777
ტყვიაგაუმტარი კიმონო, გაუტეხავი ტელეფონი და სხვა ყველაზე მტკიცე ნივთები დედამიწაზე
აბა რას იტყვით იმის შესახებ, რომ თურმე არსებობს ტყვიაგაუმტარი კიმონო? ან ქოლგა, რომელიც არ იმტვრება ყოველგვარი ცდის მიუხედავად? ან თუნდაც ტელეფონი, რომელიც ყოველგვარ ზემოქმედებას უძლებს? არ გჯერათ? - წაიკითხეთ ეს სტატია და მიხვდებით, რომ თურმე არსებობენ ზემტკიცე ნივთები, რომლებიც არასოდეს იმსხვრებიან.


1. წიგნი, რომელიც არ იხევა


image


ეს წიგნები დამზადებული მასალისაგან, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ქაღალდს, მაგრამ ქაღალდისაგან განსხვავებით მის ვერც დახევას შეძლებთ, ვერც დაჭრას. თუ თქვენთვის ესეც არაა საკმარისი, დავამატებ, რომ ფურცლები წყალგაუმტარია და არატოქსიკური.


2. ტყვიაგაუმტარი კიმონო


image

იაპონელმა მიო ანდომ შექმნა იაპონური ეროვნული კულტურის საკმაოდ ნატიფი და დახვეწილი ნიმუში უჟანგავი ფოლადის ფირფიტებისაგან და ვერცხლის რგოლებისაგან. მსოფლიოში პირველი ტყვიაგაუმტარი კიმონო დაახლოებით 25 მილიონი დოლარი ღირს.


3. კლავიატურა, რომელიც არ ტყდება და არ ფუჭდება


image


ეს სილიკონის კლავიატურა წყალგაუმტარია, ის აგრეთვე მდგრადია ცხელი ყავის და საწმენდი სითხეების მიმართ (ასე რომ, თამამად შეგიძლიათ ზედ ცხელი ყავა გადაასხათ).


4. ქოლგა, რომლის გატეხვაც შეუძლებელია


image

ამ ქოლგას, გარდა იმისა, რომ ის გამოირჩება მაღალი ხარისხითა და გასაოცარი გამძლეობით, აქვს მეორე ფუნქციაც - ის შეიძლება გამოიყენოთ იარაღად. არ ეცადოთ მის გატეხვას, გარწმუნებთ, არაფერი გამოგივათ, პირიქით, შეიძლება ხელი ან ფეხიც კი დაიზიანოთ ამ დროს (ჩემი საცოდავი ქოლგა გამახსენდა-ჩინური "შედევრი", ქარის ერთ დაბერვაზე რომ ნაწილებად დაიშალა).


5. უნიტაზი, რომელსაც ვერ გატეხავთ


image

ეს უნიკალური უნიტაზი არასოდეს გაიბზარება და არც დაიჟანგება. ის დამზადებულია ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მასალის-სამედიცინო ფოლადისაგან.


6. ჯორჯ ფორმანის გრილი


image

მოკრივე ჯორჯ ფორმანი ცნობილია თავისი არაბუნებრივი ძალით. ის არასოდეს უკეთებს რეკლამას ნივთებს, რომლებიც მტკიცე და მასსავით ძლიერი არაა. ეს გრილი თქვენ არასოდეს გაგიკეთებთ ნოკაუტს, რადგან ის არ ტყდება და არ ფუჭდება.


7. ტყვუაგაუმტარი კოსტიუმი


image

დიახ, დიახ, თქვენ არ მოგესმათ - ამ კოსტიუმს ტყვია ვერაფერს აკლებს. ტყვიაგაუმტარი სამოსის ფასი 20 ათასი დოლარია, მაგრამ დამერწმუნეთ, ის ნამდვილად ღირს ამ ფასად.


8. დაუხეველი სავიზიტო ბარათი


image

ეს ბარათები იაპონელმა თამაშების გამომგონებელმა ნიიომ ფალკომმა მოიფიქრა. ფალკომი ირწმუნება, რომ ბარათები წყალგაუმტარია და უძლებს ყოველგვარ გამოცდას. ჯეიმს ბონდი ასეთ სავიზიტო ბარათებზე უარს ნამდვილად არ იტყოდა.


9. ფენდერის გიტარა


image

მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გიტარა განთქმულია თავისი გამძლეობით. უამრავი როკ-მუსიკოსის ცდა სცენაზე გაეტეხათ ეს ინსტრუმენტი, კრახით დამთავრდა. YouTube-ზე იოლად ნახავთ ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ ჯგუფ The Who-ს სოლისტი პიტ თაუნსჰენდი როგორ ცდილობს გატეხოს ფენდერი, მაგრამ არაფერი გამოსდის და ქანცმიხდილი გადის სცენიდან.



10. ლეგოს აგურები


image

ლეგოს თითოეულ პატარა დეტალს შეუძლია გაუძლოს 400 კილოგრამამდე დატვირთვას. თუ ლეგოს პატარა აგურებს ფეხით მთელი ძალით დავაწვებით, მის გატეხვას ვერ შევძლებთ, უბრალოდ ფეხს დავიზიანებთ და ეგაა.



11. თუჯის ტაფები


image

ყველა გამოცდილმა დიასახლისმა იცის, რომ თუჯის ტაფები ყველაზე გამძლე ჭურჭელია ჩვენს სამზარეულოში. დაივიწყეთ ტეფალი და ტეფლონი, თუჯის ტაფა - აი საუკუნოვანი გამძლეობის სამზარეულოს ატრიბუტი, მას არასოდეს უწერია გატეხვა ან დაჟანგვა.


12. სათვალე "ჰერკულესი"


image

თუ თქვენ ხშირად გიტყდებათ სათვალე და სურვილი გაქვთ შეიძინოთ ისეთი ნივთი, რომელიც არასოდეს გატყდება, უმჯობესია არჩევანი სათვალე "ჰერკულესზე" შეაჩეროთ. თქვენ შეგიძლიათ ის გადაღუნოთ, დაჯდეთ მასზე, ასე განსაჯეთ, სახანძრო მანქანითაც კი გადაუაროთ, მაგრამ ვერასგზით ვერ გატეხავთ. ის მაინც მთელი დარჩება.


13. გაუტეხავი ნოუთბუკი



image

არსებობს ნოუთბუკი, რომელიც არ ტყდება?- დიახ, ის მართლაც არსებობს. Panasonic Toughbook CF-53 ბაზარზე 2011 წლიდანაა და ის ყველაზე მტკიცე და გამძლე კომპიუტერადაა მიჩნეული.


14. ტელეფონი, რომელიც არ ტყდება - Nokia 3210/3310


image


არსებობს უფრო გამძლე ტელეფონი, ვიდრე Nokia 3210 ან Nokia 3310?- არა მგონია არსებობდეს. ამ ტელეფონებს აგდებდნენ მერვე სართულიდან, მათ გამოიყენებდნენ ძალაყინის ნაცვლად, ამ ტელეფონებით აჩერებდნენ ტყვიასაც კი და ისინი მაინც აგრძელებდნენ მუშაობას. არსებობს ასეთი ხუმრობა: "იატაკზე დაგივარდათ აიფონი?- აიფონი გატყდა; იატაკზე Nokia 3210 დაგივარდათ?- იატაკი გატყდა".

3
160
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
160
  
2015, 27 ოქტომბერი, 10:38
არაფერი შოუს ნაწილია
2015, 26 ოქტომბერი, 23:54
და რატომ უნდა გატეხო ასეთი ძვირფასი ინსტრუმენტი, არ მესმის...რა მარაზმია ეს? :(
2015, 23 ოქტომბერი, 9:27
საინტერესო იყო...მით უმეტეს ნოკიაზე მართლაც ბევრს აქვს გამოცდილი ..რაც შეეხება "ფენდერის" გიტარას..რიჩი ბლეკმორმა მაინც გატეხა კალიფორნია ჯემის ფესტივალზე 1974 წელს
0 1 3