x
პრეზიდენტი პრემიერს ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს

image
პრეზიდენტი პრემიერს ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირებების წინაპირობები გამოიწვია. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები. გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

0
150
3-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0