x
image
K.P.
ვინ არის და რას საქმიანობს მამაკაცი, რომელზეც ია ფარულავა სიამოვნებით გათხოვდებოდა?
image
"ნიჭიერი" ქართველი მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი გადაცემაა. წელს პროექტს 5 წამყვანი ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან წლის ყველაზე ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინონ. ჟიურის უცვლელ წევრად მოგვევლინა ია ფარულავა, რომელიც გასულ სეზონზე ჟიურის სკამიდან კიდევ ერთ შოუს გვთავაზობდა. მეუღლემ, ტარიელ სუარმა საყვარელ ქალს ხელი პირდაპირ სცენაზე სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ია ფარულავა კი 21-ე საუკუნის კონკიად იქცა.image

ია ფარულავა ამ სეზონზე ერთ-ერთი მამაკაცით მოიხიბლა, რომელიც პროექტ "ნიჭიერის" სცენაზე იხილა. ტარიელის მსგავსად, ისიც ხელოვანია და უკვე წლებია გერმანიაში ხოვრობს. მონაწილემ ფარულავა იმდენად მოხიბლა, რომ მან ოქროს ღილაკი გამოიყენა. იას მტკიცებით, ტარიელ სუარზე რომ არ იყოს დაქორწინებული პარტნიორად აუცილებლად ამ მამაკაცს აირჩევდა.

მსახიობი გენადი ტრაჩენკო კაზახისტანში დაიბადა, წლების მანძილზე პეტერბურგში ცხოვრობდა, ბოლო 10 წელი კი გერმანიაში დაჰყო. მსახიობი ამტკიცებს, რომ მისი მუსიკით მძიმე ავადმყოფები ინკურნებიან.image

"ეჭვი მეპარება რომელიმე მონაწილემ ასე შემძრას, როგორც ამ კაცმა. მომადგა ცრემლები და ავქვითინდი. საერთოდ მგონია, რომ კათარზისი დადგა "ნიჭიერის" სცენაზე და დარბაზში… ტირილი სერიოზული კათარზისია, ხალხო, დამიჯერეთ. მე დღეს განვიკურნე"-განაცხადა ფარულავამ.


საინტერესოა, რა რეაქცია ექნება ტარიელ სუარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ფაქტები ადასტურებენ, ტარიელი საკმაოდ ეჭვიანი მეუღლეა. თუმცა ამ შემთხვევაში საეჭვიანო ნაკლებია, რადგან ბატონი გენადი უკვე დაქორწინებულია.imageimage

2
1704
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1704
  
2015, 7 ნოემბერი, 2:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 21 ოქტომბერი, 9:40
კაზახისტანი არასწორია, ქვეყანას ყაზახეთი ქვია
0 1 2