საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მათ ოფისებზე თავდამსხმელთა ვინაობას ასახელებენ 2015, 20 ოქტომბერი, 12:59
"ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ჩვენი ოფისების დარბევაზე მათ მინდა ვუთხრა, 3 წლის განმავლობაში უნდა ესწავლათ, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ეშინია, “ - აცხადებს სერგო რატიანი. გუშინ ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევა 6 თვიმმართველ ქალაქში განხორციელდა. ლიდერები დღეს გურჯაანსა და ქუთაისში იმყოფებოდნენ, იმ ოფისებში, სადაც გუშინ თავდასხმა მოხდა. როგორც ისინი აცხადებენ, მომხდარში ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მონაწილეობდნენ. დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ამ თავდასხმების ლიდერების ვინაობაც დაასახელეს. მათი თქმით, მუშაობა რეგიონებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. "გარდა იმისა, რომ ბოლო კვლევის შედეგების შემდეგ ხელისუფლება აბსოლუტურ ისტერიკაშია, ელემენტარული თავმოყვარეობა არ შერჩათ და თანამდებობის პირებს ავალებენ ჩვენს ოფისებზე თავდასხმას, " - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გორსა და ახალციხეშიც იმყოფებოდნენ. "ისინი არიან დარწმუნებული, რომ ნაციონალური მოძრაობა ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს და ამიტომ, უნდათ, რომ მოახდინოს რეგიონში ოფისების პარალიზება, " - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. ოპოზიცია რეგიონებში ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიებას ითხოვს. 24 2-ს მოსწონს
|