![როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის"
ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/20181029123438164.png)
სიცივეების დასწყებასთან ერთად ყველანი ვიწყებთ ზაფხულში საგულდაგულოდ შენახული თბილი ტანსაცმლის გამოღებას ან ახლის შეძენას. ბევრი ჩვენგანი სიცივეში ე.წ. "დუტის" ქურთუკებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ეს ნამდვილად ძალიან თბილი, მოხერხებული და პრაქტიკული სამოსია.
ბევრმა ალბათ იცის, რომ სეზონის დასაწყისში, ჩაცმამდე, ისევე, როგორც სეზონის დასასრულს, აუცილებელია "დუტის" გარეცხვა და განიავება. ამის გაკეთება სარეცხ მანქანაშიც შეიძლება, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ამიტომ, იმისათვის, რომ ჩვენი ქურთუკი არ დაზიანდეს და ეფექტურადაც გაირეცხოს, აუცილებელია ვიცოდეთ სარეცხ მანქანაში "დუტის" რეცხვის რამდენიმე წესი.
1. გარეცხვამდე შეკარით ელვა-შესაკრავი და ღილები. მოხსენით ბეწვის ელემენტები. გადააბრუნეთ ქურთუკი შიდა მხარეს.
![როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის"
ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102011290546204.jpg)
2. სარეცხ მანქანაში მოათავსეთ მხოლოდ ერთი ქურთუკი და არაფერი სხვა.
![როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის"
ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102011280546204.jpg)
3. გამოიყენეთ მხოლოდ დელიკატური რეცხვისთვის განკუთვნილი თხევადი სარეცხი საშუალება. ნუ გამოიყენებთ ფხვნილს!
![როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის"
ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102011271746204.jpg)
4. აირჩიეთ ყველაზე დელიკატური რეცხვის რეჟიმი. რეცხეთ დაბალ ტემპერატურაზე, უმჯობესია 30 გრადუსზე. გაავლეთ მინიმუმ 3-ჯერ.
5. იმისათვის, რომ გარეცხვის შემდეგ დუტმა ფორმა არ დაკარგოს, სარეცხ მანქანაში რეცხვისას მასთან ერთად მოათავსეთ 3-4 ცალი ტენისის ბურთი. არსებობს ასევე სპეციალურად სარეცხისთვის განკუთვნილი ბურთები, ისეთი, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები. თუმცა ტენისის ბურთიც კარგად მუშაობს, მხოლოდ აუცილებლად წინასწარ გარეცხილი უნდა იყოს.
![როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის"
ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102011235646204.jpg)
6. გააშრეთ დუტი სუფთა ჰაერზე, არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ ცეცხლთან ან გათბობის მოწყობილობასთან! სანამ ბოლომდე გაშრება, დროდადრი გაფენილი დუტი გაფერთხეთ, რათა შიგთავსი გაასწოროთ.
![როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის"
ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის! image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201510/2015102011252046204.jpg)