x
image
K.P.
პრეზიდენტის ქალიშვილი მეუღლეს დაშორდა?! "ძალიან ვწუხვარ, ეს ასეა ნამდვილად"
image
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი ანა რამდენიმე წლის მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა. ის სტუდენია და ამჟამად ჯიპაში სწავლობს. ანა რამდენიმე თვის წინ დაქორწინდ. მისი რჩეული 22 წლის, დიჯეი გიგი ჩიჩუაა. წყვილი ყვითელ პრესას ინტერვიუებით არ ანებივრებს. ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გაიცვნეს. დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილებაც მალევე მიიღეს.

"ანა ჩემს მეგობართან, სახლში გავიცანი. დაქალთან ერთად რაღაც ფილმს უყურებდა. ამის შემდეგ დაბადების დღეზე ვნახე, მერე სადღაც ივენთზე ვუკრავდი და იქ იყო. ასე ნელ-ნელა შევისწავლე ეს ადამიანი. თავიდან გაურკვევლობაში ვიყავი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი რამ იყო. ორივემ მალევე აღმოვაჩინეთ რომ ერთმანეთი გვიყვარს. შეყვარებულები ერთ წელზე ცოტა მეტი ვიყავით"-გვიამბო გიგიმ.image

"ანა არის ადამიანი, რომელსაც უსაზღვრო სითბო აქვს, ძალიან კეთილია. მისი ეს თვისებები ძალიან მომეწონა. ანას სილამაზითა და ქცევებითაც მოვიხიბლე. რაც ოჯახი შევქმენით, უფრო და უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი და დღემდე ასეა"-ამტკიცებდა გიგი.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ანა მარგველაშვილი და გიგი ჩაჩუა დაშორდნენ. "ანა ძალიან ხალისიანი და მეგობრული გოგოა, ის ყოველ ღამეს კლუბებში ატარებს და ერთობა ასევე უყვარს დალევა და ვერ ეგუება ოჯახს, ვერც მეუღლესთან ატარებს დიდ დროს"- წერს ერთ-ერთი სააგენტო და ამტკიცებს, რომ ინფორმაცია წყვილის საერთო მეგობარმა მიაწოდა.


გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება ანა მარგველაშვილი. "მართლაც ესკლუზივია.. ძალიან ვწუხვარ, ეს ასეა ნამდვილად"-წეს ანა სოციალურ ქსელში. თუ მეგობრების რეაქციით ვიმსჯელებთ, ანა ხუმრობს და წყვილის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა.image

0
1896
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1896
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0