საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი-"ახლა გასაგებია რატომ დაყარეთ ჭორი, რომ ვითომ ერეკლე კოდუა კალამოისკის შეხვდა. რა დებილები ხართ, ოროსნები." 2015, 19 ოქტომბერი, 13:15 ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, მიუხედავად იმისა რომ მეუღლეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდის) ყოფილ ხელმძღვანელს, ერეკლე კოდუა რამდენიმე თვეა რაც დაშორდა, მაინც მისი გულშემატკივარია და მისი დამცველი. სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ნანუკა ჟორჟოლიანი ხშირად გამოთქვავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს მთავრობის მიმართ. ახლაც ციხის წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით წერს: "სამი წელი რომ გქონდათ ეს კადრები ვინ დაიჭირეთ და ვინ გამოუშვით თქვენით მოყვებით, თუ მე მოვყვე?! არავინ არ დაგიჭერიათ! ყველასთან გარიგებაში შეხვედით და ინახავდით შავი დღისთვის ამ საზიზღობას!" გარდა ამისა ნანუკა თავის ყოფილ მეუღლეზე გავრცელებულ ჭორებს ეხმიანება: "ახლა გასაგებია რატომ დაყარეთ ჭორი, რომ ვითომ ერეკლე კოდუა კალამოისკის შეხვდა. რა დებილები ხართ, ოროსნები. კოდუა ინტერპოლით იძებნება და კონკრეტული ქალაქიდან ვერ გადის. მართალია, რომ ეს კადრები ქოცებმა მიაწოდეს უკრაინულ მხარეს! P.s. ის კასტილიანი ავადმყოფი ქოცებმა გაუშვეს რომ იცოდეთ ყველამ. ნეტავ რატომ?!" 375 2-ს მოსწონს
|