x
image
natia.a
ვარსკვლავები, რომლებსაც ერთმანეთისგან ვერ არჩევენ

image


1. ჯეფრი დინ მორგანი და ხავიერ ბარდემი
image

ჯეფრი დინ მორგანსა და ხავიერ ბარდემს შორის მსგავსება იმდენად აშკარაა, რომ ეს "ვიკიპედიის" ერთ-ერთ სტატიშიც კი არის მოხსენიებული.

2. ნატალი პორტმანი და კირა ნაიტლი
image

ეს გოგონები ერთმანეთს ბავშვობიდან ჰგავდნენ. ამიტომაც, საკულტო საგას, "ვარკსკვლავური ომების" რეჟისორმა, ჯორჯ ლუკასმა, თავისი ფილმის გადაღებებზე ორივე მიიწვია. ნატალი პორტმანს დედოფალ პადმა ამიდალის როლი ერგო, კირა ნაიტლმა კი მომსამსახურე საბე განასახირა. რატომ შეარჩია ლუკასმა მთავარ როლზე პორტმანი და არა ნაიტლი - უცნობია.

3. სიდნი კროუფორდი და ევა მენდესი
image

4. იენ სომერჰოლდერი და რობ ლოუ
image

5. მილა იოვოვიჩი და ლინდა ევანგელისტა
image

6. კიმ კარდაშიანი და ნიკოლ შერზინგერი
image

შერეული ქორწინებიდან რომ განსაკუთრებით ლამაზი ადამიანები იბადებიან, არავისთვისაა საიდუმლო. ამის მაგალითია სანახევროდ სომეხი, სანახევროდ კი შოტლანდიელი და ჰოლანდიელი კიმ კარდაშიანი და ჯგუფი The Pussycat Dolls-ის ვოკალისტი, ფილიპინურ-ჰავაურ-რუსული წარმოშობის ნიკოლ პრასკოვია ელიკოლან ვალიენტე შერზინგერი. გოგონების იმიჯზე მსოფლიოს საუკეთესო სტილისტები მუშაობენ და, რა გასაკვირია, რომ ორივე მუქთმიანი ლამაზმანი სტილის ნამდვილ ხატებად იქცნენ.

7. ბილ მიურეი და ჯეიმს ბელუში
image
ბევრი დღესაც კი ვერ არჩევს ამ მსახიობებიდან რომელი მონაწილეობდა "მოჩვენებებზე მონადირეებში" და რომელი იყო ჯერი ლის - სიმპატიური ძაღლის მეწყვლე ფილმში "К-9: ძაღლური სამუშაო". ამერიკული კომედიის ვეტერანები განსაკუთრებით ჰგავდნენ, იმ განსხვავებით, რომ ბილ მიურეის უფრო კეთილი გამომეტყველება ჰქონდა და ხშირად იღიმებოდა.

8. ბრედლი კუპერი და რეიფ ფაინსი
image

რალფ ფაინსის ხილვას ძირითადად ბოროტმოქმედების როლში შევეჩვიეთ, როგორიცაა, მაგალითად ვოლან-დე-მორტი, მანიაკი ზედმეტსახელად " კბილის ფერია" ფილმიდან" წითელი დრაკონი" და საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტი ამონ გეტი. თუმცა 90-იან წლებში რალფ ფაინსმა ქალების გული დაიპყრო უარყოფითი, მაგრამ რომანტიკული გმირის, ჰიტკლიფის როლით ფილმში "ქარიშხლიანი უღელტეხილი" და მგრძნობიარე გრაფ ლასლო ალმაშის როლით ოსკაროსან ფილმში "ინგლისელი პაციენტი". 2000-იან წლებიდან კი მას მოუწია ადგილი დაეთმო თავისი ორეულისთვის, ბრედლი კუპერისთვის, რომელიც დამსახურებულად ითვლება ქალების გულთამპყრობლად.

9. ზოუი დეშანელი და კეტი პერი
image

ეს ორი ამერიკელი გოგონა ძალიან ჰგავს ერთმანეთს: გარდა ვიზუალური მსგავსებისა, ორივე მღერის, მონაწილეობს ფილმებსა და სერიალებში და ქმნის მუსიკას.

10. მეთ დეიმონი და მარკ უოლბერგი
image

ისინი თანატოლები არიან, ძალიან მდიდრები, ცნობილები, ქორწინებაში ბედნიერები და ორივე დიდ დროს უთმოობს საკკუთარ გარეგნობას. მარკ უოლბერგი შთამბეჭდავ ფიზიკურ მონაცემებს ფლობს და არაერთხელ გადაღებულა საცვლების რეკლამაში. მეთ დეიმონიც არ გამოიყურება ცუდად, მაგრამ იგი უფრო მეტ დროს უთმობს კბილებს, რომლებიც, ფოტოებზეც კი ადვილი შესამჩნევია, რომ ზედმეტად თანაბრად და ქათქათად გამოიყურება.

11. პატრიკ დემპსი და ჰიუ ჯეკმანი
image

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები თითქმის თანატოლები არიან და უკვე დიდი ხანია რაც კინოინდუსტრიიტ არიან დაკავებულნი, ჯეკმანი გაცილებიტ ხშირად ჩნდება ეკრანებზე, ხოლო პატრიკი ძირითადად ცნობილია ექიმი დერეკ შეპარდის როლით "ვნების ანატომიიდან".

12. ჯენიფერ გარნერი და ჰილარი სუონკი
image

ჰარნერი და სუოკი არა მხოლოდ გარეგნულად გვანან ერთმანეთს, არამედ მათ კარიერულ სვლაშიც იგრძნობა მსგავსებები. ორივე მსახიობმა სცადა ბედი განსხვავებულ როლებში, სულელური კომედიებიდან დაწყებული, სერიოზული ფილმებით დამთავრებული, რომელთათვისაც არაერთი ჯილდო მიიღეს. უფრო მეტიც, ჯენიფერსა და ჰილარის ჩაცმის ერთნაირი სტილი აქვთ და მსგავს ვარცხნილობასაც ატარებენ.

13. ჰიტ ლეჯერი და ჯოზეფ გორდონ-ლევიტი
image

სიცოცხლეში ჰიტ ლეჯერი (გარდაიცვალა 2008 წელს) ხშირად ერეოდათ მის კოლეგაში, ჯოზეფ გორდონ-ლევიტში. ერთხელ ისინი ერთადაც კი გადაიღეს ფილმში "ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი".

14. მიშელ უილიამსი და კერი მალიგანი
image


5
1331
16-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1331
  
2017, 22 აგვისტო, 12:21
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის :)
ძალიან ძალიან ძალიან საინტერესო სტატიებს წერთ! ვერცერთს დაიწუნებს კაცი,ყოჩაღ!
2016, 17 აგვისტო, 23:34
აქ ფოტოა ასეთი, მაგრამ სხვაგან მაგათ ნამდვილად ვერ გაარჩევ.
2015, 19 ოქტომბერი, 13:41
დიდი მადლობა. მე სომერჰოლდერის და ლოუს შედარება არ მომეწონა, ერთი ძალიან მომწონს, მეორე - არა და ცოტა გავბრაზდი :))
2015, 19 ოქტომბერი, 13:35
ისე ამ ფოტოშედარებებში მათლაც გვანან ერთმანეთს, თუმცა ნატალი პორტმანს და კირა ნაიტლის ვერასდროს შევადარებდი ერთმანეთს ;) ... კარგი სტატიაა, სახალისო და საინტერესო, გავაზიარე
0 1 5