x
image
natia.a
როგორ ამზადებენ სინამდვილეში ბურგერებს რეკლამისთვის - აი, ასე ვტყუვდებით!
image
ბურგერები, რომლებსაც სარეკლამო ბანერებსა თუ მენიუებზე ვხედავთ, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც რეალობაში ფასტ-ფუდის რესტორნებში მოგვართმევენ. როგორც აღმოჩნდა, ჩვეულრბრივი და სარეკლამო ბურგერების მოზადების ტექნლოგია სრულიად სხვადასხვაა. მაინც რაში მდგომარეობს ეს განსხვავება - ამას სტატიაში შეიტყობთ.


იმისათვის, რომ ბეკონმა საჭირო ფორმა შეიძინოს, მას წვავენ სპეციალურ ტალღოვან ფოლგაზე.


image


ტაფაზე ბეკონი სრულ მომზადებამდე მიჰყავთ, პინცეტის საშუალებით აბრუნებენ ძალიან ფრთხილად, სანამ ხრაშუნა ზედაპირი არ გაუხდება.



image


როცა საქმე ფარშისგან მომზადებულ კოტლეტამდე მიდის, მას არ წვავენ ბოლომდე, უზრუნველყოფენ მხოლოდ იდეალურ ვიზუალურ მხარეს სპეციალური ხელის საწვავის საშუალებით.


image
იმისათვის რათა კოტლეტის კიდეები ბურგერში იდეალურად გამოიყურებოდეს, შესაწვავად მხოლოდ კიდეებს დებენ ტაფაზე და ამით ხრაშუნა ქერქს უკეთებენ.


image
ყველა საჭირო ვიზუალს ცხიმის საშუალებით აძლევენ, რმელსაც ფუნჯით უსმევენ.


image


შემდეგ საჭირო განათების მქონე სპეციალურ ბოქსში, ბურგერებს აძლევენ სწორ მდებარეობას.


image


ჩვეულებრივი კოსმეტიკური ნაკრების საშუალებით ზოგიერთ ელემენტს აფერადებენ, ცხიმის წვეთებსაც აშორებენ. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით (რომელსაც ქვემოთ ფოტოზე ხედავთ), ლუდის ჭიქაში ქაფის გაჩენას უზრუნველყოფენ.


image

შემდეგ იღებენ რამდენიმე კადრს.


image


მიღებული გამოსახულება კომპიუტერული პროგრმის საშუალბით მუშავდება და მიიღება მადისაღმძვრელი ბურგერი, რომელიც სულაც არ ჰგავს იმას, რასაც რესტორანში მოგართმევენ.


image



0
318
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0