სხვა როგორ ამზადებენ სინამდვილეში ბურგერებს რეკლამისთვის - აი, ასე ვტყუვდებით! 2015, 16 ოქტომბერი, 14:57 ![]() ბურგერები, რომლებსაც სარეკლამო ბანერებსა თუ მენიუებზე ვხედავთ, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც რეალობაში ფასტ-ფუდის რესტორნებში მოგვართმევენ. როგორც აღმოჩნდა, ჩვეულრბრივი და სარეკლამო ბურგერების მოზადების ტექნლოგია სრულიად სხვადასხვაა. მაინც რაში მდგომარეობს ეს განსხვავება - ამას სტატიაში შეიტყობთ. იმისათვის, რომ ბეკონმა საჭირო ფორმა შეიძინოს, მას წვავენ სპეციალურ ტალღოვან ფოლგაზე. ![]() ტაფაზე ბეკონი სრულ მომზადებამდე მიჰყავთ, პინცეტის საშუალებით აბრუნებენ ძალიან ფრთხილად, სანამ ხრაშუნა ზედაპირი არ გაუხდება. ![]() როცა საქმე ფარშისგან მომზადებულ კოტლეტამდე მიდის, მას არ წვავენ ბოლომდე, უზრუნველყოფენ მხოლოდ იდეალურ ვიზუალურ მხარეს სპეციალური ხელის საწვავის საშუალებით. ![]() იმისათვის რათა კოტლეტის კიდეები ბურგერში იდეალურად გამოიყურებოდეს, შესაწვავად მხოლოდ კიდეებს დებენ ტაფაზე და ამით ხრაშუნა ქერქს უკეთებენ. ![]() ყველა საჭირო ვიზუალს ცხიმის საშუალებით აძლევენ, რმელსაც ფუნჯით უსმევენ. ![]() შემდეგ საჭირო განათების მქონე სპეციალურ ბოქსში, ბურგერებს აძლევენ სწორ მდებარეობას. ![]() ჩვეულებრივი კოსმეტიკური ნაკრების საშუალებით ზოგიერთ ელემენტს აფერადებენ, ცხიმის წვეთებსაც აშორებენ. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით (რომელსაც ქვემოთ ფოტოზე ხედავთ), ლუდის ჭიქაში ქაფის გაჩენას უზრუნველყოფენ. ![]() შემდეგ იღებენ რამდენიმე კადრს. ![]() მიღებული გამოსახულება კომპიუტერული პროგრმის საშუალბით მუშავდება და მიიღება მადისაღმძვრელი ბურგერი, რომელიც სულაც არ ჰგავს იმას, რასაც რესტორანში მოგართმევენ. ![]() 318 11-ს მოსწონს
|