ქალი და მამაკაცი სალომე ჭაჭუამ და გიგი გაჩეჩილაძემ ურთიერთობა აღადგინეს: "ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს" 2015, 15 ოქტომბერი, 12:46 სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით გაიცნო. ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავეები შეყვარებულებიც გახლდნენ. მათი რომანი დაახლოებით 8 წელს გაგრძელდა. როდესაც სალომე ცეკვაში პირველ ნაბიჯებს დგამდა გიგი ამ დროს ამერიკაში იყო, 2 წელიწადში სამშობლოში დაბრუნდა და 15 წლის სალომემ მოხიბლა. სალომეს მშობლებისათვის გიგი სასურველი სასიძო არ იყო. სალომეს სტუდია "თელაში" სიარულიც კი აუკრძალეს. გოგონა საყვარელი საქმის გარეშე დარჩა, ცეკვა კი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2 წლის მანძილზე შეყვარებულები ერთმანეთს ჩუმად ნახულობდნენ. მშოლები მალე მიხვდნენ, რომ სიყვარულს წინ ვერ აღუდგებოდნენ და სალომეც დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას, ცეკვა განაგრძო. ყველასათვის მოულოდნელად წყვილი დაშორდა. სალომემ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე იქორწინა. სამწუხაროდ ოჯახმა ერთ წელსაც ძლივს გაუძლო. მომხდარის შემდგომ საუბრობდნენ, რომ სალომე და გიგი შერიგდნენ. "დაიწერა და ერთმა მეგობარმაც მკითხა, მართლა ერთად ხართო? ასეთი კომენტარები ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თითქოს ისეთი სიტუაციაა, რომ ვიღაცამ მიმატოვა, მე კი ვზივარ და ველოდები. ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება თქვან. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და კარგად ვარ. მათ დაშორებასთან არაფერ შუაში ვარ"-ამტკიცებდა გიგი. როგორც ირკვევა გიგი გაჩეჩილაძე შეყვარებულია და დაქორწინებასაც გეგმავს. რჩეულის ვინაობას ჯერ არ გვიმხელს. მის ახალ სიყვარულს ანა ჰქვია. ყოფილი შეყვარებულები კი ცივილურ ურთიერთობას აგრძელებენ. "სიყვარულის აღდგენა არ მომხდარა და ამის არც არანაირი საფუძველია. რაც შეეხება ურთიერთობას, მეგობრულს, აღვადგინეთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს" -განაცხად გიგიმ გადაცემა "კოქტეილში". 2266 6-ს მოსწონს
|