შოუბიზნესი "გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ მიტანდით"-შალვა რამიშვილი შოუს ტოვებს. 2015, 15 ოქტომბერი, 11:00 სკანდალური ტელეწამყვანი და საავტორო გადაცემის "შალვა რამიშვილის შოუს" ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი შოუს ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე განაცხადა: "23 ოქტომბრიდან "იმედს" ყოველ კვირას, საღამოს, ახალი შოუს წამყვანი ეყოლება. გულწრფელ მადლობას გიხდით, რომ მიტანდით წელიწადნახევრის განმავლობაში. მე ამჯერადაც ამპლუას ვიცვლი, თქვენ კი ამ ნიჭიერ კაცს გიტოვებთ რომელმაც უკვე დალია ჩემი ჩაი..." "შალვა რამიშვილის შოუს" ახალი წამყვანი კი გახდება ყველაზე მხიარული და ყველაზე "მოლაპარაკე" ილო ბეროშვილი. ილო ბეროშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ვიდეოებით "კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს" და მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ეკრანიდან "არ ჩამოდის". შალვა რამიშვილი "ფეისბუქზე" შოუს ბოლო ეპიზოდის ჩაწერის ბოლო კადრსაც აქვეყნებს. როგორც კომენტარებიდან ჩანს, შალვა რამიშვილი უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმის კეთებას იწყებს და სავარაუდოდ "იმედზე" პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს: "გული მწყდება, რომ შოუს ტოვებ... მაგრამ მიხარია, რომ უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმის კეთებას იწყებ. წარმატებები! თოქ შოუს წაიყვანს იმედზე. ასე ვიცი..." " ნიჭიერ შემცვლელს ტოვებთ, თქვენ პოლიტიკურ შოუსაც წარმატებით წაიყვანთ, გამიხარდა... წარმატებები ორივეს!!!" " შალვა, ზოგჯერ ვერ გაფასებს ხალხი რა დიდებული ადამიანი ხარ... ძალიან მწყდება გული, მაგრამ არაუშავს შენ ყველგან მაგარი ხარ, სადაც არ უნდა წახვიდე, შალვა მე შენი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ვარ და ვიქნები და ყოველთვის წარმატებებს გისურვებ, ძალიან მიყვარხარ! შენს ადგილს ნამდვილად მაგარ კაცს უტოვებ, მაგრამ შენ ერთადერთი ხარ და განუმეორებელი... მიყვარხარ შალვა..." 355 1-ს მოსწონს
|