x
image
ერეკლე ცოცანიძე
Toresa Mossy - ეს რომ მართლაც ვინმეს ან რამის დედა იყოს, ხელში პირველ რიგში ბავშვი ეჭირებოდა

image2014 წლის "საბა" - ს პრემიის მფლობელი, მწერალი და მუსიკოსი სოციალურ ქსელში, ქანდაკება "ქართლის დედა" - ს შესახებ მოსაზრებას აქვეყნებს და წერს, რომ ქალი რომელიც სოლოლაკში დგას ქართველი მამაკაცების სირცხვილი და საბჭოური მენტალობის გადმონაშთია.


" სურათზე კარგად ნაცნობ რამეს ხედავთ. ქანდაკება ამბიციური სახელით „ქართლის დედა“. მოდით დავანებოთ თავი იმას, რომ საკმაოდ მახინჯია, იმასაც რომ ხმალი შესაძლოა იყოს ფალოსის, ხოლო ფიალა ვაგინის სიმბოლო, თავად შინაარსში არსებულ ცთომილებას დავაკვირდეთ. რასთან ასოცირდება პირველ რიგში დედობა? სიყვარულთან თუ მეზობლებთან ჩხუბთან? ან სახლში მოსული სტუმრებისთვის სუფრის გაშლასთან? ჩემთვის დედა არც ჩხუბია და არც სტუმრებისთვის გაშლილი სუფრა. ეს რომ მართლაც ვინმეს ან რამის დედა იყოს, ხელში პირველ რიგში ბავშვი ეჭირებოდა. ახლა ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ქართველი თავ-ყბას გაგიერთიანებს რამე ცუდი რომ თქვა ამ ქანდაკებაზე, ისევე როგორც იგივე საშუალო სტატისტიკური ქართველის აზრით, მართლმადიდებელი ქრისტიანია. ქრისტიანობაში საყოველთაო დედის სახე და სიმბოლო, დედობის იდეალი, ღვთისმშობელია. როგორ არის გამოსახული ქრისტიანობაში ღვთისმშობელი? თქვენ ვერსად ვერ ნახავთ ღვთისმშობელს ხმლით ხელში, ვერც სუფრის გამშლელად ვერ დაინახავთ. რა თქმა უნდა ეს ორი ხატება, ღვთისმშობლის, როგორც დედის იდეალისა და „ქართლის დედის“, როგორც საბჭოთა საქართველოს დედის იდეალი, ერთმანეთს ვერ შეეთანხმება ვერასოდეს. ქართლის დედის ხსენებული ქანდაკება, სხვა არაფერია თუ არა საქართველოს, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. სადაც კაცი იგულისხმება რომ მუქთახორაა, სადღაც წამოგორებულა გასიებული ღიპით და ბავშვიც დედამ უნდა დაიცვას და სუფრაც სტუმარს დედამ უნდა გაუშალოს. საშუალო სტატისტიკური ქართველი, მართლაც რომ ქცეულიყო საბჭოთა ქართველიდან მართლმადიდებელ ქრისტიანად, პირველ რიგში ქვეყანას შესძრავდა და ამ ძეგლს კი საკუთარი ქვეყნის მთავარ ქალაქში, არ მოითმენდა, არათუ არ დაიცავდა, არ მოითმენდა. რადგან ეს ძეგლი არის თავისი არსით, შეურაცხმყოფელი დედობისა და უპირველეს ყოვლისა, მაინც ჩვენს ეროვნულ ღირსებას შეურაცხყოფს. ასე რომ თქვენ ვინ ხართ და რა ხართ არ ვიცი, მაგრამ დედაჩემი ეს არ არის, ვერ არის და ვერც ვერასოდეს ვერ იქნება. თუ ჩემ ოჯახს საფრთხე დაემუქრება ჩემ ცოლს წინ არ გავაგდებ ხმლით ხელში და არც ჩემი სტუმრების მასპინძლობისას ჩავკეტავ ცოლს სამზარეულოში და მე არ წამოვგორდები იმის მოლოდინში, ჩემი შვილების დედა რას მოგვიმზადებს მუცლების ამოსაყორად. როდესაც მოვა დღე და ამ ძეგლს მაგ კვარცხლბეკიდან ჩამოაგდებენ და ეს იქნება არა ერთეული ხმა, არამედ უმრავლესობის ნება, მაშინ მივხვდები, რომ საქართველოში საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს საბჭოთა კავშირი და მართლაც ახალი, თავისუფალი თაობა გაჩნდა, ნამდვილი ქართველები. მანამდე კი რა გითხრათ, რით გაგახაროთ აბა."

წერს Toresa Mossy facebook-ზე




0
294
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0