x
image
ერეკლე ცოცანიძე
ლევან ღვინჯილია რუსთავი 2-ს მიმართავს

image


ენათმეცნიერი და ლინგვისტი ლევან ღვინჯილია საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით რუსთავი 2-ს, კონკრეტულად კი გადაცემა "იღბლიანი ბორბალი" -ს სამუშაო ჯგუფს მიმართავს და ქართული ენის არ ცოდნაში ადანაშაულებს.


"~ საჯარო შეკითხვა "რუსთავი 2-ს":

~ "ოდეს ყოფილ არს აქამომდე", თქვენ ქართული ენისათვის მოგეცალოთ, მაგრამ, რაკი, ასე თუ ისე, მაინც ამ ენაზე მაუწყებლობთ, იქნებ აგვიხსნათ: თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ "იღბლიანი" შეიძლება იყოს "ბორბალი"?
~ აქმდე ასე ვიცოდით, რომ "იღბლიანი" ისაა, ვისაც "აქვს იღბალი". თქვენს შემთხვევაში გამოდის, რომ ეს "იღბალი", თურმე, ჰქონია "ბორბალს" და არა ~ "მოთამაშეს";
~ მართლა ასეა?
~ "ბედი" და "იღბალი" რომ სინონიმებია, ეს მაინც გეცოდინებათ! მყარი შესიტყვება - "ბედის ბორბალი"-ც გაგეგონებათ (მედროგე პავლეს სიმღერიდან მაინც: "ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს"...);
~ ამ ლოგიკით, სწორი იქნებოდა - "იღბლის (და არა - "იღბლიანი") ბორბალი" {შდრ.: "ბედის ბორბალი"; "ბედის ჩარხი"; ბედის უკუღმა ტრიალი"; "წუთისოფლის ტრიალი"; ....}, კიდევ ბევრი სხვა არგუმენტის მოხმობა შეიძლებოდა, მაგრამ მე, ამჯერად, თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს: იქნება მე ვცდები და თქვენი არგუმენტები "ქვასა ხეთქავენ"????
~ მართალია, თქვენ ახლა "ყადაღის პრობლემა" უფრო გაფორიაქებთ და ასეთი "წვრილმანებისათვის", ალბათ, ვერ მოიცლით (ანკი როდის მოგიცლიათ???), მაგრამ, ეგების, სამომავლოდ მაინც დაუკვირდეთ მსგავს ენობრივ ლაფსუსებს, რითაც გაჯერებულია თქვენი გადაცემები და რის შესახებაც სხვა დროსაც არაერთგზის მიცდია თქვენი ყურადღების გამახვილება, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, სულ ამაოდ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!" - წერს ღვინჯილია სოციალურ ქსელში.

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0