x
image
ერეკლე ცოცანიძე
ახალი არტ კაფე ისტორიულ კოშკში

image


5 ნოემბერს თელავში ახალი “არტ-კაფე გაიხსნება”. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, თელავის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში იქნება და ე.წ. ვახვახიშვილების საგვარეულო კოშკში განთავსდება. აღნიშნული კოშკის რეაბილიტაცია 2012 წელს განხორციელდა, თუმცა ქალაქის მერის პლატონ კალმახელის განცხადებით ჩატარებული სამუშაოები დაუსრულებელი, რის სისრულეში მოყვანასაც დამატებით 23 ათასი ლარი დასჭირდა. ჯერ კიდევ მიმდინარე წელს ისტორიული ნაგებობა ხშირად ხდებოდა ვანდალიზმის მსხვერპლი, უახლოეს მომავალში კი მასში კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია განთავსდება და ფუნქციონირებას “არტ-კაფე“ დაიწყებს.

0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0