შოუბიზნესი "შეფურთხება პუტინს სახეში" - ალა პუგაჩოვას სკანდალური გამოსვლა "ახალ ტალღაზე" (+ვიდეო) 2015, 7 ოქტომბერი, 14:16 რუსეთის სახალხო არტისტმა, ალა პუგაჩოვამ სოჭში გამართულ ფესტივალზე "ახალი ტალღა 2015", 1984 წელს დაწერილი სიმღერა, "წმინდა სიცრუე" შეასრულა. პრიმადონა სცენაზე გრძელი შავი კაბით წარსდგა და ფინალში განასახიერა მოქანავე ბავშვის დედა. პუგაჩოვას მიერ ამ სიმღერის არჩევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ფეისბუქის მომხმარებელთა აზრით პრიმადონას მიერ ამ სიმღერის არჩევა არ იყო შემთხვევითი. სცენიდან მომღერლის მოწოდებამ - "ნუ ცრუობ!" - თანამედროვე პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ახალი ქვეტექსტი შეიძინა. "არც ჩვენ გვჯერა მათი", – აღნიშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და ალა ბორისოვას გამბედაობას უწონებენ. "მას ერთადერთს ეყო ამისთვის გამბედაობა. დანარჩენები ან მლიქვნელობენ, ან დუმან" - ვკითხულობთ ფეისბუქში. "პრიმადონა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა! ადამიანი, რომელიც რუსეთში ქვეტექსტის მქონე სიმღერას მღერის და პრაქტიკულად სცენიდან ყვირის პუტინის "წმინდა" სიცრუეზე. უძლიერესი! ბრავო, ალა!" სიმღერას უკვე უწოდეს "შეფურთხება პუტინს სახეში". "პუტინ, პესკოვ, ლავროვ და სხვა მატყუარებო, ეს თქვენთვის არის. ყოჩაღ, ალა ბორისოვნა"- წერენ სოცქსელის მომხმარებლები. 2014 წლის 22 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე ალა პუგაჩოვა მშვიდობაზე საუბრობდა. "სამშობლოს მიმართ დამსახურებისათვის" IV ხარისხის ორდენის მიღებისას მომღერალმა განაცხადა, რომ ისურვებდა ემღერა ისეთი სიმღერა, რომელიც დაეხმარება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას, რათა ადამიანებს აღარ ქონდეთ შიში შვილების გამო. იხილეთ სკანდალური სიმღერის ჩანაწერი: 1435 9-ს მოსწონს
|