x
image
მანჩო 777
აპოკალიფსის მოლოდინში, ანუ ათი პროდუქტი, რომლებიც თითქმის არასოდეს არ ფუჭდება
ყველა ჩვენგანს უწევს პროდუქტების შეძენა ერთი კვირის, ხანდახან კი გაცილებით მეტი დროის მარაგად, ზოგიერთი ადამიანი კი გამუდმებით შიშში ცხოვრობს და აპოკალიფსის მოლოდინში წლების სამყოფ სურსათსაც კი იმარაგებს, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა მომარაგებული პროდუქტი მალევე გაფუჭებულა და გინანიათ მასში ტყუილად გადაყრილი ფულის გამო. სამწუხაროდ, თითქმის ყველა სახის საკვებს გააჩნია თვისება - დროთა განმავლობაში გაფუჭებისა, - რას ვიზამთ, სამყარო ასეა მოწყობილი.

თუმცა თურმე არსებობს პროდუქტების გარკვეული კატეგორია, რომლებიც წლების, ზოგჯერ კი საუკუნეების განმავლობაშიც კი არ ფუჭდება. სწორედ მათი მომარაგება ღირს ექსტრემალური პირობების დროს. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ პროდუქტებზე გვექნება საუბარი.


1. თეთრი ბრინჯი



image

ბრინჯის მრავალგვარი სახეობა არსებობს. ყავისფერ ბრინჯს, რომელსაც ხშირად გვირჩევენ დიეტოლოგები და რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისათვის, ერთი უარყოფითი თვისება აქვს: ის საკმაოდ მალე ფუჭდება მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმების დამძაღების გამო. ასეთი სახის ბრინჯს მხოლოდ 6 თვე თუ შევინახავთ, აი თეთრი ბრინჯი კი თურმე მთელი 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს. ასე რომ, აპოკალიფსის შიშში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ ტონობით ბრინჯის მომარაგება, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა მისი შენახვა ვაკუუმიან კონტეინერებში საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე.



2. სუფრის მარილი


image

მარილი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, როგორ წესი, ხუთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავის თვისებებს. მარილი საჭიროა არამარტო იმისათვის, რომ საჭმელს სასურველი გემო მივანიჭოთ, არამედ ის აუცილებელი კომპონენტია სხვა პროდუქტების შესანახად - მას ოდითგანვე იყენებდნენ ამ მიზნით. მარილის გარეშე ვერ შევინახავთ ვერც გამხმარ თევზს და ვერც ხორცს, ამიტომ მარილი ერთადერთი პროდუქტია, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება შევინახოთ სხვა პროდუქტები იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიაზე ხელი არ მიგვიწვდება.


3. სოიის სოუსი


image

სოიის სოუსის შენახვის ვადა საკამათო საქმეა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დანამატებს აძლევენ მას. აღმოჩნდა, რომ თუ ხელთ გვაქვს სუფთა სოიის სოუსი დანამატების გარეშე, ის შესაძლებელია შევინახოთ ათეული წლების განმავლობაში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოთლი გაუხსნელ მდგომარეობაში უნდა იყოს.


4. გამხმარი პარკოსნები


image

პარკოსნები (ლობიო, სოიო, ბარდა, ცერცვი) ნოყიერებითა და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. აღმოჩნდა, რომ სწორად შენახვის შემთხვევაში ის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ფუჭდება. ასე რომ, ეს პროდუქტი, რომელმაც ძნელბედობის დროს ბევრი ადამიანი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა, აუცილებლად უნდა იყოს თქვენს მარაგში.


5. ნეკერჩხლის სიროფი


image

რთულია იმის მტკიცება, რომ ნეკერჩხლის სიროფი სამუდამოდ ინახება (საერთოდ, ჩვენს სამყაროში ჯობია თავი შევიკავოთ სიტყვებისაგან: "საუკუნო", " სამუდამო"...ეს რომ შეგვძლებოდა, უამრავ პრობლემას ავიცილებდით თავიდან), თუმცა იუტას უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ ნეკერჩხლის სიროფი სამუდამოდ ინახება და არასოდეს არ ფუჭდება. სიროფში შაქრის მაღალი შემცველობა ხელს უშლის მასში მიკრობების მოხვედრას.


6. რძის ფხვნილი


image

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი სულაც არაა გემრიელი, რძე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვყიდულობთ და მივირთმევთ, სწორედ რძის ფხვნილზეა დამზადებული. თუმცა კრიტიკულ სიტუაციებში არა მგონია პრეტენზიები გამოთქვათ მისი გემოს შესახებ, მით უმეტეს, რომ ვაკუუმში შენახვის შემთხვევაში ეს პროდუქტი თურმე 50 წლის განმავლობაში არ ფუჭდება.



7. შაქარი


image

შაქარი ჰიგროსკოპული ნივთიერებაა, ანუ, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, მას გააჩნია უნარი - შეიწოვოს ტენი ჰაერიდანაც კი, ნესტი კი ყველაზე არასასურველი რამაა პროდუქტების შესანახად. ამიტომ შაქარი მხოლოდ საკვებად კი არა, სხვა პროდუქტების მშრალად შენახვისთვისაც გამოგადგებათ.


8. ალკოჰოლი


image

ბევრ თქვენგანს უყვარს მსუბუქი ალკოჰოლური სასმელები, მაგრამ როგორც წესი, ისინი საკმაოდ მალე ფუჭდება. ეს ეხება ძირითადად არომატიზირებულ სასმელებს, კოქტეილებს და კონცენტრატებისაგან დამზადებულ ღვინოებს. მაგრამ რა მოსდის დროთა განმავლობაში ვისკის, ტეკილას ან რომს? - სრულებითაც არაფერი, გარდა იმისა, რომ დროთა განმავლობაში ეს სასმელები გაცილებით სასიამოვნო გემოსი და არომატის ხდებიან და მცირე დოზით ისინი ნამდვილად მშვენიერს გახდიან თქვენს ცხოვრებას.


9. პემიკანი


image


რა თქმა უნდა, ექსტრემააური პირობების დროს მთავარია შიმშილით სიკვდილს გადავურჩეთ, მაგრამ აბა რომელი ნამდვილი მამაკაცი გაძლებს ხორცის გარეშე წლების განმავლობაში? - ასეთებისათვის კი პემიკანი მართლაც რომ მისწრებაა. მაინც რაა ეს უჩვეულო დასახელების პროდუქტი? პემიკანი ეგრეთ წოდებული ხორცის კონცენტრატია, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს შებოლილ ძროხის ხორცს. პემიკანი ინდოელების საყვარელი პროდუქტი იყო. ის მათ თან მიჰქონდათ მრავალდღიანი ნადირობების დროს. პროდუქტის შესანიშნავი თვისებებია ის, რომ ორგანიზმი მას მშვენივრად ითვისებს, აქვს კარგი კვებითი ღირებულებები და მცირე წონა, რაც შორეულ მოგზაურობებში იოლად სატარებელს ხდის..

თუ თქვენ ისევე გიყვარდათ ჟიულ ვერნის წიგნები, როგორც მე, მაშინ აუცილებლად გაგახსენდებათ პემიკანი რომანიდან " კაპიტან ჰატერასის თავგადასავალი". ამჟამად ეს პროდუქტი ექსტრემალი ტურისტებისათვის განკუთვნილ ბევრ მაღაზიაში იყიდება და წარმოადგენს ხორცის ფხვნილის, გახმარი კენკრისა და ცხიმის ნარევს, თუმცა ნამდვილ პემიკანს მხოლოდ ძირძველ ინდიელებთან თუ გასინჯავთ.


10. თაფლი


image

ეს უძვირფასესი, უამრავი სამკურნალო თვისებით განთქმული პროდუქტი სწორად შენახვის შემთხვევაში საუკუნეებს და ათასწლეულებს უძლებს. მსოფლიოში უძველესი თაფლი აღმოაჩინეს საქართველოში, ბორჯომის რაიონში. არქეოლოგებმა ყორღანში მიცვალებულის ნეშტთან ერთად ორი კერამიკული ჭურჭელი იპოვეს, რომელშიც მცენარეების მტვერი აღმოჩნდა. სპეციალური გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ აღმოჩენილი მცენარეების მტვერი უძველესი დროის თაფლია. ქართველი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქართული თაფლი ეგვიპტურზე ორი ათასი წლით ძველია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე ძველი ნიმუში ტუტანხამონის სამარხში იყო ნაპოვნი. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილი თაფლი დაახლოებით 5500 წლისაა, ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი ნიმუში კი 3500 წლის წინანდელია.

მეცნიერების აზრით, სამარხში აღმოჩენილი ქალის ნეშთი პირველ მეფუტკრეს ეკუთვნის, რომელსაც სამარხში სხვადასხვა სახეობის თაფლი ჩაატანეს. თუ არქეოლოგების აღმოჩენა მეცნიერულად დადასტურდა, საქართველო, შესაძლოა, მსოფლიოში თაფლის სამშობლოდ იქნას აღიარებული.

0
2014
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2014
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0