ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილიამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"-გვიამბობდა ნუკი.
რამდენიმე დღის წინ ნუკიმ ამერიკაში ქორწილი გადაიხადა და მის თითს უკვე ულამაზესი ბეჭედიც ამშვენებს. გოგონა ეტაპობრივად აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც მისი ამერიკული ცხოვრებაა აღბეჭდილი.
პირადი ცხოვრება: ნუკი ყურებამდე შეყვარებულია და მეორე ნახევართან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. მუდამ მხიარულმა და პოზიტიურ განწყობაზე მყოფმა ოჯახის წევრების გული ადვილად მოიგო. მამამთილთან მასთან ერთად სურათისთვის მხიარულად პოზირებს.
"ბენის ძმა ცხოვრობს ფანტასტიურ ადგილას ბრუკლინში... მესიამოვნა ცოტახანი მანჰეტენის საგიჟეთიდან წამოსვლა"-წერს ნუკი და ფოტოსაც აქვეყნებს.
კარიერა: როგორც ჩანს, ნუკი ამერიკაში ქმრის კმაყოფაზე ცხოვრებას სულაც არ აპირებს. თბილისში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ამერიკაშიც ცდილობს კამერების წინ იტრიალოს და ისეთივე კაშკაშა ვარსკვლავად იქცეს როგორც საქართველოში. "მიყურეთ CNN-ზე"-წერს ნუკი და შემდეგ ფოტოებს ავრცელებს.როგორც ჩანს, ნუკი ძალიან ბედნიერია. ვუსურვოთ მას წარმატებები...