ქალი და მამაკაცი ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კედიასთან დაშორებაზე პირველ კომენტარს აკეთებს 2015, 30 სექტემბერი, 12:21
წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლდათ. "ჩვენ ვართ ოჯახი და ჯვრისწერა და ხელმოწერა ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ გვაქვს ერთი ლამაზი ოჯახი და ამის დასაბუთება არ მჭირდება. არ მაინტერესებს, ბეჭედს დამირტყამენ თუ არა! თუ ეს რამეში დაგვჭირდა, რატომაც არა, გავაკეთებთ"-გვიამბობდა ნანკა. ნანკა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ძალიან ბედნიერი ჩანდა. "საკუთარი თავის მშურს მათ რომ ვუყურებ"-წერდა ნანაკა საყვარელი მამაკაცების, მეუღლისა და ვაჟის ფოტოზე. მსახიობის მტკიცებით იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც საყვარელი მამაკაცისგან გყავს შვილი. მსახიობი ცოტა მშიშარა დედა გამოდგა, პირველი 2 დღე ბავშვის ხელში აყვანის ეშინოდა, სამაგიეროდ ირაკლი გამოდგა უშიშარი მამა. ნანკას ბავშვის მოვლაში დედა ეხმარებოდა. ნანკას ძალიან მოსწონს დედობა: "დანიელს გაღვიძების პროცესი აქვს იმდენად მაგარი, ამის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება. იზმორება, დაბნეულია და მერე გიცინის. ნახევრად მე მგავს, ნახვრად-კედოს". საინტერესოა რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი, ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 1030 4-ს მოსწონს
|