x
image
Lerato
ყავა ადამიანის ბიოლოგიურ საათს უკან სწევს

image


მეცნიერთა ჯგუფმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან (აშშ), კემბრიჯისა (დიდი ბრიტანეთი) და კოლორადოს უნივერსიტეტებიდან ბოულდერში (აშშ) აღმოაჩინეს ვახშმის შემდეგ მიღებული ფიჯანი არომატული ყავის საკვირველი თვისებები.


მედიკოსებმა ორგანიზება გაუკეთეს ექსპერიმენტს, რომელშიც ხუთი კაცი იღებდა მონაწილეობას: დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველ ჯერზე, მათ აძლევდნენ კოფეინის შემცველ ტაბლეტს, ხოლო მეორედ – პლაცებოს ( სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ რომ ის გამოჯანმრთელდება).


დაკვირვების შედეგად ცნობილი გახდა, რომ კოფეინი ისე მოქმედებს, როგორც კაშკაშა სინათლე – წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ინსტრუმენტს ბიოლოგიური საათის "ისრების გადასაწევად." აღმოჩნდა რომ ორმაგ ესპრესოს ძილის წინ შეუძლია ბიოლოგიური საათი 40 წუთით უკან გადაწიოს.


კოფეინის ზეგავლენა ორგანიზმზე, რა თქმა უნდა, დიდ ხნის წინ შეისწავლეს, თუმცა, სულ ახლახანს გაირკვა, რომ ის არა მხოლოდ აფხიზლებს ადამიანს და საშუალებას აძლევს მას გვიანობამდე არ დაიძინოს, არამედ ფაქტიურად შეცდომაში შეჰყავს ორგანიზმის ბიოლოგიური საათი.


ამას გარდა, კოფეინი ეხმარება სასაათე სარტყელების ცვლილებისას ნეგატიურ განწყობასა და მდგომარეობასთან გამკლავებაში. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ყავისა და იმ სასმელების მიღება დროულად, რომელიც კოფეინს შეიცავს, ხელს უწყობს სწრაფ ადაპტაციას ახალ განრიგთან.

0
567
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0