სხვა მეცნიერებმა ინსულტისგან თავის დასაცავი ზუსტი საშუალება აღმოაჩინეს - რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს! 2019, 2 აგვისტო, 10:42 მეცნიერებმა შვედეთის უნივერსიტეტიდან დაადგინეს კავშირი ინსულტსა და ადამიანის ცხოვრების სტილს შორის. ყოველდღიური გასეირნება ნახევარი საათით სერიოზულად ამცირებს ინსულტისა და ტვინში სისხლის ჩაქცევის რისკს – ამტკიცებენ მეცნიერები გოტენბურგის უნივერსიტეტიდან (შვედეთი). სტატია გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Neurology, რომლის თანახმადაც ფიზიკური აქტივობა ტვინს ავადმყოფობისა და დაზიანებისგან იცავს. სხეულის უჯრედებს მუდმივად სჭირდებათ მომარაგება მკვებავი ნივთიერებებითა და ჟანგბადით. ბევრ მათგანს შეუძლია რამდენიმე ათეული წუთი ან საათიც კი ჟანგბადის გარეშე გაძლოს, თუმცა, საბოლოო ჯამში მის ნაკლებობას ისეთ დარღვევებამდე მივყავართ, რომ უჯრედების მასიურ განადგურებას იწვევს. ამ მხრივ ყველაზე დაუცველი ტვინის უჯრედებია. მეცნიერებმა შეისწავლეს 2300 პაციენტის ისტორია, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ ინსულტი. როგორც აღმოჩნდა, მთავარი რისკ–ფაქტორი ინსულტის ყველაზე მძიმე ფორმების განვითარების იყო ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა და ცხოვრების მჯდომარე წესი. საშუალოდ ასეთ ადამიანებს 1, 2-ჯერ მეტად ემართებათ ტვინში სისხლის ჩაქცევა, ვიდრე მათ თანატოლებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ. მეცნიერთა თქმით, ინსულტის არასასიამოვნო შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ კვირაში სულ რაღაც 4 საათს დახარჯავთ ფიზიკურ აქტივობაზე, ან ნახევარ საათს დღეში სეირნობასა და მსუბუქ ფიზიკურ ვარჯიშზე. სტატიაში ასევე გთავაზობთ თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 უნიკალურ მეთოდს თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან საჭირო პროცედურაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების დროს – კისრის ოსტეოქონდროზიდან დაწყებული ათეროსკლეროზით დამთავრებული. სისხლძარღვების რეგულარული გაწმენდა გაგათავისუფლებთ ისეთ ჩივილებისგან, როგორიცაა თავის ტკივილები და სიმძიმის შეგრძნება თავში. ამასთან, პოზიტიურად იმოქმედებს მეხსიერებასა და თქვენს გუნება-განწყობილებაზე. პირველი მეთოდი: თაფლი და კაკალი ხუთი კაკალის ლებანი დაფქვით და კარგად შეურიეთ 1 ს/კ ცაცხვის თაფლს, დაუმატეთ თითო მწიკვი დარიჩინი და კოჭა, ისევ აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში ერთი დღე ღამის განმავლობაში. ეს სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მეორე მეთოდი: ხახვი და თაფლი 1/3 ჭიქა ხახვის წვენი შეურიეთ ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს. მიიღეთ სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ის არა მარტო ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, ასევე აძლიერებს იმუნიტეტს. მესამე მეთოდი: ნატურალური წვენები მიიღეთ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი ყოველდღიურად სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე. შეგიძლიათ ასევე მონაცვლეობით მიირთვათ ვაშლისა და სტაფილოს წვენები. მაღაზიაში ყიდვას გირჩევთ თავად გამოწუროთ, ამ შემთხვევაში 100% იქნებით დარწმუნებული, რომ ნამდვილად ნატურალურ პროდუქტს იღებთ. ამასთან, მხედველობაში მიიღეთ ის ფაქტი, რომ ახლადგამოწურული წვენი ვიტამინებსა და სამკურნალო თვისებებს მხოლოდ 7 წუთის მანძილზე ინარჩუნებს. მეოთხე მეთოდი: ოროვანდის ნაყენი თერმოსში ჩაყარეთ 10 გრ. ოროვანდის ხმელი ფესვები და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 8-10 საათი, გადაწურეთ და დადგით გრილ ადგილას. მიიღეთ 4 ს/კ სამკურნალო ნაყენი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი მოიცავს ერთ თვეს. მეხუთე მეთოდი: სასარგებლო პროდუქტები ორგანიზმის სრული გაჯანსაღებისა და სისხლძარღვების გაწმენდისთვის ყოველდღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიირთვათ ერთი მანდარინი, ერთი მუჭა ქიშმიში და ნიგოზი, 15 – 20 წუთის მერე მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი 1 ჩ/კ თაფლთან და ერთ ნაჭერ ლიმონთან ერთად. 10 - 15 წუთის გასვლის შემდეგ კი შეგიძლიათ საუზმეს შეუდგეთ. ასევე დაგაინტერესებთ: ადამიანის გადარჩენის 100% მეთოდი ინსულტის დროს ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ იცოდით ეს ფაქტები ნესვის შესახებ? რატომ უნდა მიიღონ ის განსაკუთრებით ბავშვებმა? სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები – სიმპტომები და მკურნალობა. 10 პროდუქტი სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად წყალი, რომელიც ელვის სისწრაფით წვავს ცხიმებს და ორგანიზმს ბევრი დაავადებისგან იცავს. სისხლძარღვების გაწმენდის ეფექტური საშუალება რა ახდენს ვარიკოზის განვითარების პროვოცირებას? რჩევები დაავადების თავიდან ასაცილებლად 15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება 3262 5-ს მოსწონს
|