სხვა თხუთმეტი ნივთი წარსულიდან, რომელთა დანიშნულებას ძნელად თუ მიხვდებით 2015, 28 სექტემბერი, 23:34 ნივთები, რომელთა ფოტოსურათებსაც დღეს წარმოგიდგენთ, წარსულში სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა: მათ უმეტეს ნაწილს სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა, ზოგს - საყოფაცხოვრებო, სხვების ფუნქცია კი სრულიად გაუგებარი და აბსურდული მოგეჩვენებათ, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ: ისინი შემზარავი შესახედაობისაა და ჩვენში ზიზღსა და შიშს იწვევს.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა 15 უცნაური ნივთი წარსულიდან.
1. კოსტიუმი დათვზე სანადიროდ ეს უცნაური კონსტრუქცია ციმბირელი დათვზე მონადირის ან იმ გაბედული ადამიანის კოსტიუმს წარმოადგენდა, რომელიც დათვთან ბრძოლაში გაბედავდა მონაწილეობის მიღებას. მარტოხელა მონადირე ძნელად თუ შეძლებდა ამ კოსტიუმით დათვის დადევნებას მისი სიმძიმის და მოუხერხებლობის გამო, მაგრამ როცა სანადიროდ რამოდენიმე ადამიანი ერთად მიდიოდა, მაშინ კი ეს დამცავი საშუალება კარგ სამსახურს გაუწევდა გაბედულ მონადირეებს. 2. ოფთალმოტროპი - მოწყობილობა, რომელიც ზუსტად აჩვენებდა თვალების მოძრაობასა და ზოგადად, მხედველობის სისტემას ადამიანის ორგანიზმში ზოგადად, ეს თვალის კაკლების უბრალო მოდელია. თვალის კაკლები მოძრაობაში მოდის თვალის კუნთების საშუალებით, ხოლო ამ კუნთების როლს მოდელში 6 მავთული ასრულებს, რომლებიც მიმაგრებულია თვალის კაკლის სხვადასხვა ადგილზე. ყველა მავთულია გაწონასწორებულია პატარა გირების საშუალებით. 3. საყნოსებელი მარილი და საძმარე როგორც თქვენთვის ცნობილია XIX საუკუნის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, იმ ეპოქის ქალებს წამდაუწუმ მისდიოდათ გული, თუმცა ამის მიზეზი იყო არამარტო გრძნობების მოჭარბება, არამედ მეტისმეტად ვიწრო კორსეტები, საღებავების სუნი (იმ დროს საღებავების ძირითად შემადგენელ კომპონენტს დარიშხანი წარმოადგენდა), ან უბრალოდ საშინელი სუნი ქალაქის ქუჩებში, სადაც არ არსებობდა კანალიზაცია, ამიტომ თითქმის ყველა ქალი თან ატარებდა პატარა შუშას საყნოსებელი მარილით ან საძმარეს, რომელშიც ძმარში ან ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბა იდო. შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში ქალები ამ შუშას სწრაფად ხსნიდნენ თავს და იყნოსავდნენ შიგთავსს. 4. საფოსტო ყუთი საფოსტო ყუთების გამოყენება წერილების გაცვლის მიზნით პირველად მეზღვაურებმა დაიწყეს XVI საუკუნეში. სანაოსნო გზა ინგლისიანად ინდოეთამდე რთული და სახიფათო იყო და ამ ხერხით ნაოსნები ატყობინებდნენ სანდო ადრესატებს მეზღვაურების რაოდენობას გემზე, მიმართულებას და მარშრუტის და მოგზაურობის მიზანსა და მარშრუტს. აფრიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილი-კეთილი იმედის კონცხი გახდა წერილების გაცვლა-გამოცვლის ადგილი. გზავნილს დებდნენ ყუთში და ამ ყუთს მალავდნენ საიმედოდ დაცულ პირობით ადგილებში, რომ უცხოებს არ ეპოვათ იგი. ასე რომ, თუ ხომალდი უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა, წერილის მიხედვით შეიძლებოდა გაგება, თუ საით ჰქონდა მას გეზი აღებული და ვინ იმყოფებოდა ხომალდის ბორტზე. 5. ჟეტონები ველური დასავლეთის ბორდელებში მომსახურეობის მისაღებად სწორედ ასეთი ჟეტონებით იხდიდნენ ბორდელებში პიკანტური მომსახურეობის საფასურს XIX საუკუნის ველურ დასავლეთში. მათი გამოყენება ხელსაყრელი იყო ბორდელების მეპატრონეებისათვის, რათა ქალებს ზედმეტი თანხა არ გამოეძალათ კლიენტისათვის და არ მოეტყუებინათ ისინი. 6. საკრედიტი ბარათის ნაირსახეობა ნისიად აღებული საქონლის საფასურის შესაბამისი ნაჭდევები თანაბრად უკეთდებოდა ორივე ჯოხს: ერთი რჩებოდა გამყიდველთან, ხოლო მეორე მყიდველთან, ასე რომ ამ გზი თაღლითობა ნაკლებად შესაძლებელი იყო. ვალის დაბრუნების შედეგ ჯოხებს ანადგურებდნენ. 7. სირცხვილის ფლეიტა ანუ შანდფლიოტე (Schandflöte) ეს ნივთი გამოიყენებოდა XVI–XVII საუკუნის გერმანიაში ცუდი მუსიკოსების დასასჯელად, ასევე ზოგიერთი სხვა დანაშაულის შემთხვევაში, როგორც იყო: ფიცის გატეხვა, ერესი, ბილწსიტყვაობა და სხვა. დასახელება ინსტრუმენტმა მიიღო იმის გამო, რომ გარეგნულად ძალიან ჰგავდა ფლეიტას: ლითონის რგოლი მაგრდებოდა დასასჯელის ყელზე, ხოლო თითებს მარწუხები ეჭირებოდა. საბრალო დასჯილს სახალხოდ გამოიყვანდენ ყელზე ამ ფლეიტით. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ადამინი მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა. რაც უფრო მძიმე იყო დანაშაული, მით უფრო მჭიდროდ უჭერდნენ ყელზე ფლეიტას. დასჯის პროცესი ხანდახან რამდენიმე დღე გრძელდებოდა. 8. ვამპირზე მონადირის იარაღების ნაკრები ეს შიშისმომგვრელი ჩემოდანი ისე გამოიყურება, თითქოის ის ახლახან წაართვეს მანიაკს, ან სამახსოვროდ შეინახეს ვამპირებზე გადაღებული ჰოლივუდის რომელიმე ფილმის გადასაღები მოედნიდან. სინამდვილეში ეს ნაკრები არც ბუტაფორიაა და არც ჰელოუინის აქსესუარი, არამედ სავსებით რეალური საგანია შუა საუკუნეებიდან. 9. ცრემლების შესაგროვებელი ჭურჭელი ანუ საცრემლე ეს პატარა ვიწროყელიანი შუშა დამზადებული იყო ისე, რომ მისი მიდება შესაძლებელი იყო პირდაპირ თვალთან. ჭურჭლის დანიშნულებას ცრემლების შეგროვება წარმოადგენდა, ხოლო მისი ასაკი 3 ათასეულ წელზე მეტს ითვლის. საცრემლეები ძალიან პოპულარული იყო სპარსეთში: ბრძოლიდან დაბრუნებული მამაკაცები ამოწმებდნენ ჭურჭელს და მასში მოთავსებული სითხის რაოდენობით ადგენდნენ, თუ რამდენად ძლიერ იტანჯებოდნენ მათი ცოლები ქმრების ომში ყოფნის დროს. 10. მცველი ბეჭედი ვიქტორიანულ ეპოქაში, როცა ქალაქის ქუჩების განათების ხარისხი არც თუ ისე სახარბიელო იყო, ღამღამობით უამრავი დანაშაული ხდებოდა, ამიტომ თავდაცვის მიზნით ვიქტორიანელები სხვადასხვა საშუალებას იგონებდნენ. სწორედ ასეთ ნივთს წარმოადგენდა მცველი-ბეჭედი. პატარა ღილაკზე თითის დაჭერით ბეჭდიდან სამართებლის ორი ბასრი პირი გამოდიოდა და ერთი შეხედვით უწყინარი სამკაული მისი პატრონის ხელში საშიშ იარაღად იქცეოდა. 11. მორტსეიფი მორტსეიფებს უწოდებდნენ თუჯის ან ფოლადის ბადეებს, რომლებსაც საფლავებზე დგამდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისსა და შოტლანდიაში მედიცინის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტი მოთხოვნილება წამოიჭრა გასაკვეთად საჭირო გვამებზე, ამიტომ ძალიან ხშირი იყო ახლადდასაფლავებული მიცვალებულების ქურდობა საფლავებიდან. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით გარდაცვლილების პატრონები ახალ საფლავებზე მორტსეიფებს დგამდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ გვამის მოპარვა. 12. მანეკენები სამედიცინო საჭიროებისათვის წარსულში ექიმებად მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. რა თქმა უნდა, მათ ეკრძალებოდათ მაღალი წრის პაციენტი ქალბატონების სხეულის შეხება, ამიტომ დიაგნოსტიკისათვის გამოიყენებოდა სპეციალური თოჯინები. მათ ამზადებდნენ სპილოს და მამონტის ძვლებისაგან, ხისაგან და პერლამუტრისაგანაც კი. ქალები ამ თოჯინებზე აჩვენებდნენ ექიმებს, თუ სად ტკიოდათ. 13. საფხეკი სხეულის გასასუფთავებლად ძველ რომში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა საპონი, შამპუნი, შხაპის გელი, სკრაბი და ქიმიური მრეწველობის სხვა მიღწევები, მთელ ჭუჭყს, მტვერს და ოფლს სხეულიდან აი ასეთი საფხეკების დახმარებით ჩამოიწმენდნენ ხოლმე. 14. სხეულში ჩარჩენილი ტყვიის ამოსაღები სხეულში ჩარჩენილი ტყვიის ამოსაღების მოქმედების პრინციპი მეტად მარტივი იყო: გრძელი მილის ბილოში დამაგრებული იყო რაღაც სახრახნისის მსგავსი, მისი საშუალებით მარწუხს უშვებდნენ ჭრილობაში, პოულობდნენ ტყვიას, მოჭიდებდნენ მარწუხს ტყვიას და შემდეგ ამოსწევდნენ ზევით. სამწუხაროდ, ტყვიის ამოსაღებს სარგებლობაზე მეტად ზიანი მოჰქონდა დაჭრილისათვის: ანესთეზია და ანტისეპტიკები იმ დროს არ იყო, ამიტომ პაციენტების უმეტესობა ტკივილისაგან მიღებული შოკის გამო იღუპებოდა, ხოლო ნაწილი კი ჭრილობაში შეჭრილი ინფექციის გამო. 15. თამბაქოს კვამლის ოყნა ეს მოწყობილობა ძალიან პოპულარული იყო XVII–XIX საუკუნეების მედიცინაში. მისი მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივი იყო: კვამლის ოყნა ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივს, მხოლოდ ერთი განსხვავებით - რეზინის მაგივრად ის დამზადებული იყო ღორის კუჭისაგან. ამ მოწყობილობით ავადმყოფის უკანა ხვრელში უშვებდნენ თამბაქოს ბოლს. იმ დროს თამბაქო უძილობის და გაციების სამკურნალო უებარ საშუალებად ითვლებოდა, ხოლო ამ სახით მისი სამკურნალოდ გამოყენება ევროპელებმა ჩრდილოამერიკელი ინდიელებისაგან ისწავლეს. ექიმების აზრით, ამ პროცედურას დამხრჩვალი ადამიანის გაცოცხლებაც კი შეეძლო, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ კვამლი მთელ ზედმეტ წყალს შეიწოვდა სხეულიდან. 1536 12-ს მოსწონს
|