ქალი და მამაკაცი განო მელითაური: "ტკივილებმა და სტრესმა ქანცი გამწყვიტეს.. ვეღარც დავდივარ" 2015, 21 სექტემბერი, 1:30
- მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ!" შეგახსენებთ რომ, კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოტემ დაძაბულ სამუშაო გრაფიკს ვეღარ გაუძლო. მეგობრების მტკიცებით, მსახიობს დაძაბული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა, რამდენიმეგან მუშაობდა, რათა ბინის კრედიტი გადაეხადა. თუმცა, არსებობდა მეორე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც მსახიობი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა. მსახიობს მართლაც ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან, თუმცა ამ მძიმე სენს სძლია. განო მელითაურმა საგანგებო პრენსკონფერენცია მოაწყო, როლელზეც ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა. "ჩემი ოჯახისთვის და, პირველ რიგში, ჩემი შვილებისთვის, უმნიშვნელოვანესია ის, რომ თითოეულმა თქვენგანმა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მედიატორები ჩვენსა და საზოგადოებას შორის, სიმართლე და რეალობა იცოდეთ, რაც აუცილებლად უნდა გაიგოს თოთოეულმა ადამიანმა. კოტე თოლორდავა "კაიფში არ გაპარულა" და ის ინფარქტით გარდაიცვალა"-განაცხადა განომ. 192 4-ს მოსწონს
|