x
image
K.P.
გიგი უგულავას ცოლი უთხოვდება!-ჭორები დღემდე არ წყდება

image
ჭორები ყოფილი ქალაქის მერის, გიგი უგულავას მეუღლისა და მეორე ნახევრის, ლელა კილაძის მოსალოდნელი გათხოვების შესახებ არ წყდება. თავდაპირველი ინფორმაცია სულ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. "ეტყობა უგულავას ცოლს მატროსოვზე სიარული მობეზრდა, რადგან ცოტა ხნის წინ ის კაჭრეთის ძვირადღირებულ სასტუმროში ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად ნახეს და სულაც არ ეტყობოდა, რომ პატიმარ უგულავას ცოლია. ამ ქალს ნანუკა ყველგან დაატარებს, შარშან ვენაში ერეკლე კოდუას დაბადების დღეზეც ჰყავდა ჩაყვანილი და იქაც მაგარი დრო გაატარა. მოკლედ საწყალი გიგი ციხეშია, ეს კიდევ მაინც არაფერს იკლებს. ამჯერად ლელა კილაძე და ვანო მერაბიშვილის ცოლი დასასვენებლად იტალიაში მიბრძანდებიან"-წერდა გაზეთი "ალია".
image
სულ რამდენიმე დღის წინ კი "თავისუფალი თაობის" ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა: "რაზე ვღადაობ და მეცინება იცით?! ახლა რეკლამას ვუყურებდი "რუსთავი 2"-ზე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაემის პრომო იყო. გავოცდი - ეს "ინტელექტუალი" ჟურნალისტი ნანუკა ცდილობს სექსუალური ელფერი შესძინოს საკუთარ უნიჭო გადაემას სქელი მუხლების გამოჩენით და კაბის აწევით.... ერეკლე რა დროს აწიე პაბეგი ბიჭოოო??? გეგონა სახლში დაჯდებოდა და დაგელოდებოდა?

P.S. უახლესი ნიუსი გინდათ? უგულავა დაამშვიდთ ციხეში!!! გადაეცით მეუღლე სანდო, თბილ ხელებში ჰყავს! - ლელა კილაძე უგულავას ცოლი თხოვდება".image

"დღეს გიგისთან ვიყავით მე და ბავშვები. ერთი წელია მასთან შეხვედრის უფლება არ გვქონდა. ერთმა საათმა მალე გაიარა, მაგრამ ძალიან კმაყოფილები ვართ : ერთმანეთი ვნახეთ და მთავარიც ვუთხარით. გიგი მხნედ და იმედიანადაა, მოკითხვა დამაბარა ყველასთან. მოკლედ დღეს კარგი დღე გვქონდა"-წერს ლელა კილაძე სოციალურ ქსელში და გავრცელებულ ჭორებზე არ რეაგირებს.

მიუხედავად ყველაფრისა ჭორები არ წყდება. ბოროტი ხმების მტკიცებით, ლელა კილაძე საკუთარ სახეს მალევე გამოავლენს.image

0
1155
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0