x
image
hamunaptra1990
"ეს ნარკობარიგა უკვე მერამდენედ უსხლტება ციხეს!"-როგორ ეხმაურებიან მამულიჩას გათავისუფლებას ცნობილი ქართველები "ფეისბუქზე".

image
ნარკოდანაშაულში მხილებული მამულიჩა იგივე კახა მამულაშვილი, ცნობილი მომღერლის ლელა წურწუმიას მეუღლე, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მამულიჩას სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირადი გვერდი აივსო მილოცვებით, მას ცნობილი ქართველები გათავისუფლებას ულოცავენ. თუმცა მისი ციხიდან გამოშვების მოწინააღმდეგებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც თვლიან რომ თუკი მამულიჩა გაათავისუფლეს, მსგავსი დანაშაულის მქონე სხვა პირებიც უნდა გამოუშვან.


ბლოგერი მერსი სულხანიშვილი ფანტასტიურად გრძნობს თავს მამულიჩას გათავისუფლებით და უპოსტავს მას პირად გვერდზე.
მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი:
"ვაშაააააააა!!!!!!"
მომღერალი თიკა ჯამბურია:
"ურააა!"
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი პირად გვერდზეც ულოცავს და თან პროფილის ფოტოდ მამულიჩას ფოტოს აყენებს:
"მიყვარხარ!!!"
მსახიობი სოფია სებისკვერაძე:
"უხ, რა კარგია!"
ჟურნალისტი ეკა ხოფერია:
"კახი, ყველაფერი კარგად იქნება..."
დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე:
"ურაააა!"


"ან სხვებიც გაუშვან, ან კეთილი ინებონ და ეს გაშვება ახსნან. საფუძვლიანად."-წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი საკუთარ გვერდზე.
image

"ლევან აბზიანიძე პლანის სავარაუდოდ მოწევის ეჭვის გამო მოკლეს და ეს ნარკობარიგა უკვე მერამდენედ უსხლტება ციხეს. ნაცების ბრალია. ლელას გამო ასჯერ რომ შეიწყალეთ."-წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე.image
imageimageimage

0
1226
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
1226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0