შოუბიზნესი რა გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა ქეთა თოფურიას მეუღლემ დაბადების დღეზე და როგორ მიულოცა მომღერალს ნინი ბადურაშვილმა იუბილე. 2015, 9 სექტემბერი, 17:19 რუსული ესტრადის პოპულარული ქართველი მომღერალი და ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტი ქეთა თოფურია დღეს, 9 სექტემბერს 29 წლის გახდა. მისთვის ეს თარიღი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან მისი ქორწინების 2 წლისთავიც არის. ამასთან დაკავშირებით ქეთამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამაზე" გამოაქვეყნა ქორწილის ფოტო წარწერით: "Happy B-day to me & Happy 2 Year Anniversary to Us..." ქეთა თოფურიას მეუღლე კი ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიჰმანია. წყვილს ყავს პატარა გოგონა, ლივი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა ამ ქვეყანას. ქეთამ როგორც იცით ამერიკაში იმშობიარა და გარკვეული დროის განმავლობაშიც იქ იმყოფებოდა. მომღერალს მეუღლემ გარნდიოზული საჩუქარი გაუკეთა ამ დღესთან დაკავშირებით და აჩუქა ოქროსფერი ბაფთით შეფუთული გერმანული მარკის ავტომობილი, რომლის ღიერებულება დაახლოებით 9 მილიონი რუბლია. ძვირფასი საჩუქარი ქეთას თავიანთი აგარაკის ეზოში დახვდა, რის ფონზეც მან გადაიღო ფოტო და "ინსტაგრამაზე" გამოაქვეყნა: "აი ჩემი ახალი ცხენი..." მომღერალი ნინი ბადურაშვილი თავის საუკეთესო მეგობარს ქეთა თოფურიას დაბადების დღეს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ულოცავს: "დღეს ქეთოს დაბადების დღეა! მიუხედავად უდიდესი წარმატებისა, დარჩა ისეთი როგორიც წავიდა და ამიტომ უყვარს ყველას! მაგარი გოგოა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ!" ვულოცავთ ქეთა თოფურიას დაბადების დღეს და ქორწინების ორი წლის იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებთ! 612 4-ს მოსწონს
|