x
image
მანჩო 777
სიკვდილის ათი ყველაზე უცნაური შემთხვევა
სიკვდილი გარდაუვალია - ის ყველა ჩვენგანს ესტუმრება ადრე თუ გვიან, მაგრამ ადამიანებთან, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, ის მეტად უცნაური გზით მოვიდა.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა სიკვდილის ათი ყველაზე უცნაური შემთხვევა ისტორიაში.




1. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 630 წელს საბერძნეთში ცხოვრობდა კანონმდებელი დრაკო, რომელიც ძალიან პოპულარული პიროვნება იყო....



image

დრაკო იმდენად პოპულარული იყო, რომ დაახრჩო საჩუქრების გროვამ, რომელიც მას თეატრში ყოფნისას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიართვეს.



2. დიაკონი, სახელად ლავრენტი რომაელი, ცოცხლად შეწვეს გრილზე ჩვენი წელათღრიცხვით 258 წელს.


image

დღეს ის საჭმლის მომზადების მფარველად ითვლება. დიახ, დიახ, ეს მართლაც ასეა და სულაც არაა ხუმრობა.



3. ედუარდ II პლანტაგენეტი - ინგლისის მეფე (1312-1327) მოკლული იქნა ცოლის იზაბელას და მისი საყვარლის როჯერ მორტიმერის მიერ 1327 წელს.


image

მოღალატეებმა ედუარდს მუცელში გაუყარეს ლითონის გავარვარებული წნელი, რომელმაც ცოცხლად შეწვა მეფის შინაგანი ორგანოები.



4. 1660 წელს შოტლანდიელი მწერალი ტომას არკუხარტი მოკვდა..სიცილით.


image


მასში ისტერიული სიცილი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კარლოს II მეფე გახდა.



5. ადოლფ ფრედერიკს შოტლანდიაში იცნობენ, როგორც მეფეს, რომელმაც თავისი თავი შეჭამა.


image

ის მოკვდა იმისაგან, რომ სადილობის დროს ძალიან ბევრი საჭმელი ჭამა.



6. 1926 წელს 16 წლის ავსტრალიელი ყმაწვილი, სახელად ფილიპ მაკკლინი, მოკლული იქნა კაზუარის მიერ.


image

ფილიპმა და მისმა მეგობარმა გართობის მიზნით გადაწყვიტეს კაზუარი ჩაქუჩით ეცემათ. გამწარებულმა ფრინველმა წააქცია ყმაწვილი და ბრჭყალით გაუჭრა მას საძილე არტერია კისერზე. უბედური ბიჭი სისხლისაგან დაიცალა.



7. ბრიტანელი მსახიობი გარეტ ჯონსი გარდაიცვალა იმ დროს, როცა ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა სპექტაკლ "მეტროს" პირველი ვერსია (1958 წელი).


image

მსახიობი კულისებში გარდაიცვალა გულის შეტევისაგან. აქ არაფერი იქნებოდა უცნაური, რომ არა ის ფაქტი, რომ გმირი, რომელსაც გარეტი თამაშობდა, რამოდენიმე წამში ზუსტად ამგვარი სიკვდილით უნდა გარდაცვლილიყო სცენაზე.



8. 1974 წელს ჯანსაღი კვების გულმხურვალე დამცველი ბეზილ ბრაუნი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ათი დღის განმავლობაში 40 ლიტრი სტაფილოს წვენი დალია.


image

ექიმებმა განაცხადეს, რომ ბრაუნი ვიტამინ A-ს გადაჭარბებული დოზით მიღების გამო გარდაიცვალა.



9. Electric Light Orchestra-ს ვიოლინჩელისტი მაიკლ ედვარდსი 2010 წელს საკუთარ მინდორზე დაიღუპა.


image

ედვარდსი გორაკიდან ჩამოცურებული თივის ზვინში მოყვა და უჰაერობისაგან გაიგუდა.



10. 2014 წელს ერთმა ბელორუსმა ახალგაზრდა კაცმა მოინდომა სელფის გადაღება წავთან.


image

როგორც ჩანს, წავს ეს პროცესი სულაც არ მოეწონა, მან ფეხზე უკბინა კაცს და არტერია დაუზიანა. სელფის უბედური მოყვარული სისხლისაგან დაიცალა.

1
1649
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1649
  
2015, 23 სექტემბერი, 17:10
ტრაგიკომედიაც ამას ჰქვია
0 1 1