x
image
hamunaptra1990
ქალი, რომლის სურათებსაც ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე უცნობი პირი მარხავდა, გიორგი ქისტაურმა იპოვა.
image

"ის ქალი ვიპოვე და ძალიან გამიხარდა, მართლა ქართველი ყოფილა და მართლა დიდი ხანი ამერიკაში მცხოვრები, მადლობა მეგობრებო, რომ ასე სწრაფად ახდენთ ასეთ მნიშნელოვან საკითხებზე რეაგირებას, ჯადოს ამბავზე ვლაპარაკობ"-ასე დაპოსტა სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარულმა გიორგი ქისტაურმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ეს პოსტი კი ეხებოდა იმ ქალბატონს, რომლის ფოტოებიც ჯადოს გაკეთების მიზნით ვიღაცის მიერ იქნა მიწაში ჩაფლული ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე. მესაფლავემ იპოვნა ეს ფოტოები მიწაში დამარხული პურის გულისგან გაკეთებულ თოჯინასთან ერთად. ქალის ფიგურას ხელში სავარაუდოდ ბავშვი უჭირავს... სურათები რამდენიმე ადგილას იქნა მესაფლავის მიერ აღმოჩენილი.

რა თქმა უნდა ამ ამბავმა მთელი ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა, ვრცელდებოდა პოსტი:

"მეგობრებო, ხომ არ გეცნობათ შემთხვევით ეს გოგო?


სასაფლაოზე მარხავს ვიღაცა ამ გოგოს სურათებს და პურისგან გაკეთებულ ადამიანს, რომელსაც მგონი ბავშვი უჭირავს ხელში. მესაფლავემ იპოვა უამრავ ადგილას..."

ცდილობდნენ მოეძებნათ ქალი, რომელიც ამ ფოტოებზე იყო აღბეჭდილი, რათა გაეფრთხილებინათ, რომ ვიღაცას მისი დაღუპვა სურდა. ამ საკითხში ყველაზე სწრაფი ეტყობა გიორგი ქისტაური აღმოჩნდა და მოძებნა ფოტოებზე ასახული პიროვნება.

შესძლო თუ არა გიორგი ქისტაურმა იმ ქალბატონის გადარჩენა უცნობია, არც იმას ამხელს ვინ არის იგი და საკითხავია მართლა იპოვნა თუ არა...image

image

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0